BASSIANI/HOROOM: 17.01.20

CLAUDIO PRC, ZITTO, BRYAN KASENIC, HVL


იტალიელი არტისტის, CLAUDIO PRC-ის შემოქმედებითი საქმიანობა მჭიდროდ არის დაკავშირებული თანამედროვე ტექნო სცენის გამორჩეულ ლეიბლებთან PROLOGUE და SEMANTICA, რაც კარგად აჩვენებს მის რეპუტაციასა და გავლენას. CLAUDIO PRC-ის პირველმა სტუდიურმა ჩანაწერმა დღის სინათლე დაახლოებით 10 წლის წინ იხილა, რის შემდეგაც მუსიკოსი ყოველწლიურად აქტიურად გამოსცემს ჩანაწერებს. თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც ხარისხი რაოდენობრივ მახასიათებელს არ ეწირება – მისი თითოეული რელიზი ფრთხილად შერჩეულ მუსიკას შეიცავს, რომელიც გამოცდილი მსმენელის ყურადღებას მარტივად იქცევს. მიუხედავად იმისა, რომ CLAUDIO PRC ყველა თანამედროვე ტექნო ლეიბლის სასურველ არტისტად იქცა, მან გადაწყვიტა, რომ მეტი ყურადღება საკუთარი პლატფორმის აშენებისთვის დაეთმო. 2010 წელს NESS-თან ერთად მან ლეიბლი THE GODS PLANET (TGP) და ამავე სახელწოდების მუსიკალური დუეტი შექნა. იშვიათი გამონაკლისის გარდა TGP-ს კატალოგი მთლიანად CLAUDIO და NESS-ის კოლაბორაციებს მოიცავს. 2018 წელს სწორედ ამ ლეიბლმა უმასპინძლა არტისტის უკანასკნელ ჩანაწერს 012, სადაც CLAUDIO-მ კიდევ ერთხელ წარმატებით შეგვახსენა თავი თავისი დამხასიათებელი ჟღერადობით და ხელწერით. მისი კომპანიონი ამჯერადაც ZITTO იქნება, არტისტი, რომელიც თანამედროვე ქართული საკლუბო სცენის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ფიგურაა. მისი, როგორც დიეჯის, მთავარი მახასიათებელია სივრცის და კონტექსტის სწორად დანახვა, რაც მას მსმენელთან ურთიერთობაში ძალიან ეხმარება. Zitto-ს სეტები ძირითადა ჰიპნოტურ და ატმოსფერულ ტექნოზე ფოკუსრიდება, თუმცა კონკრეტული მომენტის გათვალისწინებით, ის ყოველთვის ახერხებს საჭირო ჟღერადობის პოვნას.

BRYAN KASENIC-ის ლეიბლი და ღონისძიებების სერია THE BUNKER ახალი ათასწლეულის ნიუ იორკში ახალი მუსიკალური აღმოჩენების ერთ-ერთ ძირითად ცენტრად იქცა. „2003 წელს ჩემთვის რომ გეთქვათ THE BUNKER ამდენი წლის შემდეგაც იარსებებდა. რაც შეეხება ლეიბლს, მისი შექმნისას ვიცოდი, რომ ის აუცილებლად ივენთების ამ სერიას ინსტიქტურად მიებმეოდა, ამიტომ სახელი შევცვალეთ და THE BUNKER NEW YORK-ის თვითმყოფადი სამყარო შევქმენით“ . THE BUNKER დაფუძნდა იქ, სადაც ადრე MIKE WOLF-ის POLAR BEAR CLUB სერიები იმართებოდა და შესაბამისად ამ უკანასკნელის მუსიკალური მემკვიდრეობა KASENIC-ის ივენთების სერიებსაც გადმოეცა. სწორედ ამიტომ, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო ახალ პროექტს ახალი იდენტობა ჰქონოდა, რაც მას უფო თვითმყოფადს გახდიდა. ამის მიღწევა კი იმით გახდა შესაძლებელი, რომ POLAR BEAR CLUB-სგან განსხვავებით THE BUNKER უფრო მასშტაბური და თამამი გახდა. ეს უკომპრომისო და თამამი მიდგომა შენარჩუნდა არტისტის სოლო კარიერაშიც, რაც ყველაზე მეტად მის დიჯეი სეტებში შეიმჩნევა. ის არასდროს გაურბის რისკს და მიუხედავად იმისა, რომ BASSIANI-ს საცეკვაო მოედანს კარგად იცნობს, ახალი გამოწვევებისთვის ყოველთვის მზადაა. ბოლო წლების გამორჩეულად წარმატებული ქართველი პროდიუსერი HVL როგორც BASSIANI-ს, ასევე HOROOM-ის საცეკვაო მოედანზე ერთნაირი წარმატებით ახერხებს მოცეკვავეებთან ურთიერთობას. ამჯერად ის HOROOM-ის საცეკვაო მოედანზე ბრუნდება. მისი ალბომები OSTATI და RHYTHMIC SONATAS, რომლებოიც ბოლო წლების საინტერესო მუსიკალური ჩანაწერებია, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს HVL-ს უნარს ზოგად მუსიკალურ სტანდარტებში ადგილობრივი კულტურის ელემენტები გემოვნებიანად და ორიგინალურად შეიტანოს.


00:00-04:00 ZITTO
04:00-END CLAUDIO PRC
00:00-04:00 HVL
04:00-END BRYAN KASENIC