BASSIANI/HOROOM: 18.01.19

BASSIANI: SHW&OBSCURE SHAPE | NDRX
HOROOM: HVL | GIVI GELASHVILI


SHDW & OBSCURE SHAPE-ს დაბრუნებას BASSIANI-ს მსმენელი დიდი ხანია ელის, რადგან გერმანული დუეტის თბილისური გამოცდილება განსაკუთრებით დასამახსოვრებელია. ატმოსფერული, ხისტი და ენერგიული მუსიკა, რომელსაც ლეიბლის FROM ANOTHER MIND დამფუძნებლები ქმნიან და უკრავენ, მათი წარმატების და აღიარების მთავარი ფაქტორია. სანამ FROM ANOTHER MIND შტუტგარტული პროექტის მშობლიურ ლეიბლად იქცეოდა, ის საკლუბო ღონისძიებათა სერიას წარმოადგენდა, რომლის მიზანიც ადგილობრივი სცენის საინტერესო არტისტებისთვის პლატფორმის დათმობას წარმოადგენდა. მოგვიანებით, MARCO BLÄSI და LUIGI URBAN-მა გადაწყვიტეს, რომ მათი თანამშრომლობა სტუდიურ ფორმატში გაგრელებულოიყო და 2016 წელს ორი ალბომი NACHTBLENDE და WENN DIE MASKEN FALLEN გამოსცეს. წარმატებული დებიუტი მომდევნო წლებშიც საინტერესოდ გაგრძელდა და დღეისთვის ტექნო დუეტის დისკოგრაფიაში 8 წარმატებული ჩანაწერია. სტუდიური ექსპერიმენტები საინტერესოდ ტრანსფორმირდება საკლუბო სივრცეშიც, სადაც SHDW & OBSCURE SHAPE ინტენსიურ, დინამიურ და საოცრად ენერგიულ სეტებს უკრავენ.

მათ ენერგეტიკას საინტერესოდ ეხმაურება NDRX, რომელიც კლუბის გამოცდილი რეზიდენტია.  მისი სტილისთვის დამახასიათებელი ეკლექტიზმი და მოულოდნელობა, NDRX-ის არტისტული სახის მთავარი ელემენტებია. 2018 წელს გამოცემული წარმატებული ალბომის, OSTATI-ს და მსოფლიოს სხვადასხვა საინტერესო სივრცეებში დაკვრის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ HVL თავისი კარიერის საუკეთესო ეტაპზე იმყოფება. შესაბამისად HOROOM-ში მისი მოსმენაც განსაკუთრებით საინტერესოა. გიგი ჯიქია ქართული სცენის ის უმნიშვნელოვანესი არტისტია, რომელიც ადგილობრივი ჟღერადობის საერთაშორისო სივრცეში გავრცელებას წარმატებულად ახერხებს. HOROOM-ში მასთან ერთად GIVI GELASHVILI ბრუნდება, რომელსაც მსმენელი მრავალფეროვანი და დახვეწილი მუსიკალური გემოვნებით იცნობს.


BASSIANI
00:00-04:00 NDRX
04:00-END SHDW & OBSCURE SHAPE
HOROOM
00:00-04:00 GIVI GELASHVILI
04:00-END HVL