BASSIANI/HOROOM: 18.10.19

KOBOSIL, PARALLX, RADICAL G, RIKHTER, SOPHIA SAZE, KANCHELI


2013 წელს KOBOSIL-ის ინიციატივით ბერლინში პლატფორომა R – LABEL GROUP დაფუძნდა, რომელიც ტექნო ჟღერადობით შთაგონებულ მუსიკოსებს, დიზაინერებს და მულტიმედია არტისტებს აერთიანებს. ლეიბლის პირველი რამდენიმე კრებული თავად KOBOSIL-ს ეკუთვნის, მაგრამ მოგვიანებით პლატფორმაზე ბერლინის ტექნო სცენის ახალი სახეები PARALLX, RADICAL G, THE HORRORIST, RIKHTER და ROSA ANSCHÜTZ გამოჩნდნენ, რომელთაც R – LABEL GROUP-ის შემოქმედებითი პოტენციალი და მიმართულება კიდევ უფრო მკაფიო გახადეს. თუმცა, ეს მიმართულება დღემდე KOBOSIL-ის მენტორობით ვითარდება.

მიუხედავად დიდი გამოცდილებისა, ითვლება, რომ KOBOSIL ახალი თაობის ტექნო არტისტია, რომელიც საკმაოდ სწრაფად მოექცა არა მარტო ბერლინის, არამედ მთლიანი ტექნო სამყაროს ყურადღების ცენტრში. სამხრეთ ბერლინში გაზრდილი MAX KOBOSIL-ისთვის გადამწყვეტი მომენტი 2013 წელს დადგა, როდესაც მან BARKER & BAUMAKER-ის ტრეკისთვის რემიქსი გააკეთა. ამ ნამუშევრის მოსმენის შემდეგ, DETTMANN-მა KOBOSIL-ს შესთავაზა, რომ MDR-სთვისაც გაეკეთებინა რელიზი, რაც სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა ახალგაზრდა არტისტისთვის. მან ეს შანსი გამოიყენა და არც უნანია – 2014 წელს ის უკვე მომავლის არტისტად მიიჩნეოდა. იმავე წელს შედგა მისი დებიუტი BERGHAIN-ში, რაც კიდევ ერთი იღბლიანი შემთხვევის წინაპირობა გახდა. გაუთვალისწინებელი შემთხვევების წყალობით BERGHAIN-ის ერთ-ერთ ღამეს 3 საათიანი მონაკვეთი გათავისუფლდა, ბუქერებმა კი KOBOSIL გაიხსენეს. ძალიან მალე იგი კლუბის რეზიდენტი გახდა, რაც ავტომატურად გულისხმობდა OSTGUT TON-ის ოჯახში შესვლას. სწორედ ეს ლეიბლი გახდა მისი სადებიუტო ალბომის, WE GROW, YOU DECLINE-ის პლატფორმა. WE GROW, YOU DECLINE-ის ხასიათსა და მუსიკალურ ორიენტაციაში გამოიკვეთა ტრადიციული ტექნოს გავლენა, რომელიც ატმოსფერულ და ემბიენტის ჟღერადობასთან ერთად საკმაოდ საინტერესო სინთეზს ქმნიდა. ალბომის სახელწოდება კი იმას გულისხმობდა, რომ ელექტრონული მუსიკა ახალგაზრდული კულტურის პროდუქტია და მისი განვითარება მომავალი თაობების განვითარების პარალელურად ხდება. სწორედ ახალი თაობის სულისკვეთების ძიების პროცესში დაუხალოვდა იგი PARALLX, RADICAL G და RIKHTER-საც, რომლებიც BASSIANI-ს საცეკვაო მოედანზე ქართველ მსმენელს პირველად შეხვდებიან.

SOPHIA SAZE ბრუკლინში მოღვაწე ელექტრონული მუსიკის პროდიუსერი და მულტიმედია არტისტია. მიუხედავად იმისა, რომ მისი პირველი მუსიკალური გამოცდილება საქართველოში გატარებულ ბავშვობის პერიოდს უკავშირდება, პროფესიონალურ დონეზე ამ საქმით შეერთებულ შტატებში სწავლის დროს დაინტერესდა. როგორც თვითონ აღნიშნავს, ამ კუთხით ნიუ-იორკმა განსაკუთრებით დიდი როლი ითამაშა. 2017 წელს მის მიერვე დაარსებული DUSK & HAZE სოფიას შემოქმედებითი იდეების რეალიზაციის მთავარი პლატფორმაა. ის აღნიშნავს, რომ ლეიბლის ფარგლებში მისთვის ჟანრებს და კონკრეტულ მუსიკალურ ფორმებს მნიშვნელობა არ აქვს. DUSK & HAZE წარმოადგენს იდეას, რომელიც ლეიბლის გარდა ღონისძიებების ჩატარებას და ტექნოლოგიურ ინოვაციებსაც მოიცავს. არტისტის სადებიუტო SOLACE EP ლეიბლის პირველი რელიზი იყო, სადაც ორიგინალური კომპოზიციების გვერდით UMWELT-ის და BENJAMIN DAMAGE-ს რემიქსების მოსმენაცაა შესაძლებელი. ამის შემდეგ სოფიამ საკუთარი ნამუშევრები GET PHYSICAL და GHOSTLY INTERNATIONAL-ზეც გამოსცა, ხოლო სადებიუტო ალბომისთვის პლატფორმად FRANCIS HARRIS-ის ლეიბლი KINGDOMS შეარჩია. SELF – ასე ჰქვია ორი ნაწილისგან შემდგარ ალბომს, სადაც ძველი VHS კასეტების და საბჭოთა სატელევიზიო გადაცემებიდან აღებული სემპლების დახმარებით არტისტი შეეცადა საკუთარი ავტობიოგრაფიული ნამუშევარი შეექმნა, რომელიც მისი ემოციური სამყაროს ერთგვარი ანარეკლი იქნებოდა. SOPHIA SAZE-სქართული დებიუტი სწორედ HOROOM-ში შედგება. მასთან ერთად HOROOM-ის საცეკვაო მოედანზე ასევე დაუკრავს ადგილობრივი სცენის გამორჩეული არტისტი KANCHELI, რომელიც თავის დიჯეი სეტებში როგორც დეტროიტის მემკვიდრეობას, ასევე ევროპული საცეკვაო მუსიკის ტრადიციებს ინახავს. არტისტის დიდი გამოცდილება და მუდმივ ინოვაციაზე აქცენტი მისი დაკვრის სტილს გამორჩეულად საინტერესოს ხდის. KANCHELI-ს კარიერის ბოლო ეტაპი ნამდვილად განსაკუთრებული აღმოჩნდა – DIMENSION, RA 24/7 და BOILER ROOM-ზე დაკვრის გარდა, ის ლეგენდარული გერმანული ფესტივალის CTM FESTIVAL-ის ფარგლებში საკულტო კლუბ BERGHAIN-ში მიიწვიეს, ამის პარალელურად, მისი დებიუტი შედგა ლეიბლზე BASSIANI RECORDS, სადაც მან კომპოზიცია DISCOTRANCEMAKER FROM USSR გამოსცა. ტექნო მუსიკისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების მიუხედავად, KANCHELI არასდროს ერიდება რისკებს და სახიფათო თამაშებს, რაც BASSIANI-ზე და HOROOM-შიც ძალიან ხშირად დამტკიცებულა.

00:00-03:00 RADICAL G
03:00-04:00 RIKHTER (LIVE)
04:00-06:00 KOBOSIL
06:00-END PARALLX
00:00-04:00 KANCHELI
04:00-END SOPHIA SAZE