BASSIANI/HOROOM: 19.07.19

OBJEKT, HVL, JD J, GIVI GELASHVILI, NEBBIERI


„წარმოდგენა არ მაქვს საიდან შეიძლება მოდიოდეს ესა თუ ის ინსპირაცია. ზოგჯერ საერთოდ ვერ ვგრძნობ, რომ რაიმეთი შთაგონებული ვარ. ზოგჯერ კი ეს მუსიკალური ინსტრუმენტებთან ურთიერთობისას მოდის, მუსიკისგან, რომელსაც ვუსმენ ადამიანებთან საუბრებისას ან წიგნის კითხვისგან. ყველაზე ხშირად კი, ალბათ, თვითონ მუსიკის შექმნის პროცესი ახდენს ჩემზე გავლენას – პროგრამული უზრუნველყოფები თუ სხვადასხვა ინსტრუმენტები გამოსცემენ ისეთ სიგნალებს, რომლისგანაც ჩემი მუსიკალური იდეები ფორმირდება.“ – შეიძლება ერთდროულად ბევრ არტისტზე გაიგოთ, რომ დღეს საცეკვაო ელექტრონული მუსიკის სცენისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ან აქტუალურია, მაგრამ Objekt უფრო მეტია, ვიდრე ერთ-ერთი მათგანი. მეგობრებთან ერთად ბენდის შექმნა და პატარა ზომის კონცერტებზე დაკვრა ის პირველი ნაბიჯი იყო, რითიც TJ Hertz -ის მუსიკალური მოგზაურობა დაიწყო. როგორც თვითონ იხსენებს, გიტარაზე დაკვრის გარდა, მისი ინტერესი ელექტრონული წარმოშობის ბგერებით მანიპულირებაც იყო. „ვცდილობდი ყველა იმ ინსტრუმენტის თუ ხელსაწყოს გამოყენება მესწავლა, რომელსაც ხელში ჩავიგდებდი. პირველი ასეთი მნიშვნელოვანი ინსტურმენტი ჩემი მშობლების კომპიუტერი და მიქშერი იყო, რომლის დახმარებითაც მიქსინგს და კომპოზიციის ჩაწერას ვსწვალობდი.“
მისი ინტერესების პირველი გამოხატულება 2011 წელს Young Turks-ზე გამოცემული ნამუშევრები იყო, რომელზეც მან SBTRKT-თან ერთად იმუშავა. ამას მოჰყვა რელიზები საკუთარ დაარსებულ ლეიბლზე Objekt და Hessle Audio-ს კოლექტივთან თანამშრომლობის დაწყება. თუმცა, TJ Hertz-სთვის ყველაზე მნიშნელოვანი პლატფორმა ბერლინური PAN აღმოჩნდა, სადაც მან ალბომები Flatland და Cocoon Crush გამოსცა. ამ უკანასკნელმა ჩანაწერმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, წლებთან ერთად თუ რატომ არ იცვლება Objekt-ის მიმართ ინტერესი – ის ყოველთვის ნაბიჯებით წინ არის და ქმნის სტანდარტს, რომელსაც სხვები მისდევენ. ეს კი სცდება სტუდიის ფორმატს და ეხება საშემსრულებლო სივრცეებსაც.
რაც შეეხება თავისთვის საინტერესო სივრცეებს, არტისტი ცალსახად ამბობს, რომ მას კლუბები ბევრად უფრო მოსწონს, ვიდრე დიდი ფესტივალები. „ფესტივალების თავისი ადგილი აქვთ, თუმცა ბევრად უფრო კომფორტულად ვარ, როდესაც შემიძლია მსმენელთან ურთიერთობა მათი რეაქციების გათვალისწინებით, რასაც მხოლოდ მაშინ ვახერხებ, როდესაც მათ სახეში ვუყურებ. მათ თვალებსა და მოძრაობებში შემიძლია ბევრი რამ ამოვიკითხო, რაც ჩემთვის, როგორც დიჯეისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. ფესტივალებზე კი დიჯეები ე.წ. საფესტივალო სეტებს უკრავენ, სადაც მთელი ეს ხიბლი დაკარგულია. შენ მხოლოდ ადამიანთა დიდ ოკეანეს ხედავ, სადაც ერთადერთი შესამჩნევი რეაქცია მსმენელის მაღლა აწეული ხელებია.“
OBJEKT-თან ერთად BASSIANI-ზე ქართული სცენის გამორჩეული არტისტი HVL დაუკრავს, რომელსაც ძალიან დიდი როლი მიუძღვის ლოკალური ჟღერადობის განსაზღვრაში. JD J ქართველი დიჯეის და ლეიბლ ZEINKALI-ს კურატორის, ჯაბა უჯმაჯურიძის პროექტია, რომელიც ამავდროულად VODKAST-ის ოჯახის წევრიცაა. მუსიკალური გემოვნება, სელექციის უნარი და დაკვრის ტექნიკა JD J-ს სეტებს საინტერესო მუსიკალურ მოგზაურობად აქცევს, რომელიც ჟანრობრივად და სტილისტურად ყოველთვის საინტერესოდაა დაბალანსებული.
HOROOM-ის ოთახში კი ძალიან ლოკალური სცენის ძალიან მნიშვნელოვანი სელექტორი GIVI GELASHVILI და მარიტა ნებიერიძე პროექტით NEBBIERI დაუკრავს, რომლის დებიუტიც ამ საცეკვაო მოედანზე შარშან ნოემბერში შედგა და მის მერე მსმენელს პერიოდულად სთავაზობს საინტერესო მუსიკას.

00:00-03:00 JD J
03:00-06:00 OBJEKT
06:00-END HVL
00:00-05:00 GIVI GELASHVILI
05:00-END NEBBIERI