BASSIANI/HOROOM: 20.03.20

CIRCLE OF LIVE: NEEL, SEBASTIAN MULLAERT, VRIL


Circle Of Live შვედეთში დაფუძნებული მულტიდისციპლინური პლატფორმაა, რომელიც ლეიბლს და კონცეპტუალურ ღონისძიებათა სერიებსაც მოიცავს. Sebastian Mullaert-ის კურატორობით Circle Of Live როგორც არტისტებისთვის, ასევე მსმენლისთვისაც საინტერესო პროექტად ჩამოყალიბდა, რომლის მიზანი ელექტრონული ჟღერადობის საზღვრების გაფართოება და ახლებური მუსიკალური გამოცდილების შექმნაა. ღონისძიებებისთვის დამახასიათებელი მნიშვნელოვანი დეტალია იმპროვიზაცია და მოულოდნელობა, რის გამოც ხშირად არტისტების დაკვრის დრო და ხანგძლივობაც კი არ არის წინასწარ განსაზღვრული. საინტერესო მუსიკალური იმპროვიზაციები კი ხშირად რელიზის სახით ლეიბლზეც გამოიცემა. სანამ 2018 წელს Circle Of Live დღის სინათლეს იხილავდა, Sebastian Mullaert შვედეთის საკლუბო სცენისთვის უკვე საკვანძო ფიგურა იყო. კოლაბორაციული პროექტების, Minilogue და Son Kite-ს დამსახურებით Mullaert-ის სახელი ტექნო მუსიკის გლობალურ სივრცეში უკვე 20 წელიწადზე მეტია აქტიურად გვესმის. კლასიკური მუსიკალური განათლებით გამორჩეული არტისტი 18 წლის ასაკიდან აქტიურად არის ჩართული შემოქმედებით საქმიანობაში, რისი შედეგიცაა უამრავი ექსპერიმენტული პროექტი და ალბომი, რამაც არტისტს საერთაშორისო აღიარება მოუტანა.Circle Of Live-ს ღამის ფარგლებში ის კლუბში VRIL და NEEL-თან ერთად დაუკრავს. VRIL-ის შემოქმედებითი საქმიანობა რამდენიმე მნიშვნელოვან პლატფორმასთან, მათ შორის არის BASSIANI RECORDS, SEMANTICA, DELSIN, DYSTOPIAN და OSTGUT TON არის დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, ჰანოვერელი არტისტისტისთვის GIEGLING ყველაზე განსაკუთრებული პლატფორმაა, სადაც მისი არტისტული იდენტობა ყველაზე კარგად გამოიხატა. მიუხედავად იმისა, რომ VRIL ლეიბლთან 2010 წლის შემდეგ პერიოდულად თანამშრომლობს, ამ კოლაბორაციის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი 2014 წელს გამოცემული ალბომი TORUS გახდა. ჩანაწერში ტექნოს შედარებით მელანქოლიური ასპექტებზე ხაზგასმით და სპეციფიკური ატმოსფერული ფონის შექმნით, მუსიკოსმა თავისი კარიერის გარდამტეხი მომენტი განსაზღვრა. 2017 წელს VRIL-მა ემბიენტ და დაბ ტექნოზე ორიენტირებული ექსპრიემტნული ჩანაწერი ANIMA MUNDI შეზღუდული რაოდენობით გაავრცელა, მოგვიანებით კი მისი მოსმენა უკვე DELSIN -ზე გახდა შესაძლებელი. რაც შეეხება იტალიელ მუსიკოსს და დიჯეის Neel-ს, მისი სახელი ალბათ ყველაზე ხშირად Voices From The Lake-ს კონტექსტში გაჟღერებულა, თუმცა, Neel-ის შემოქმედება ამ კოლაბორაციული პროექტის გარეთაც კი ძალიან საინტერესოა. Token Records, Spazio Disponibile და Spectrum Spools-ზე გამოცემულ ნამუშევრებში აშკარად ჩანს, რომ იტალიელი არტისტი შემოქმედებით იდეებს ძალიან განსხვავებული ფორმით გადმოსცემს, რაც როგორც ხმის დიზაინის კუთხით, ასევე ზოგადად მუსიკალურ ჟღერადობაშიც ძალიან თვალშისაცემია.


Please Login to buy tickets