BASSIANI/HOROOM: 20.09.19

SHACKLETON, KANCHELI, ZITTO , JOB JOBSE, ELIAS MAZIAN


20 სექტემბერს BASSIANI-ზე ბრიტანელი მუსიკოსი და ლეგენდარული ბრისტოლური ლეიბლის, Skull Disco-ს დამაარსებელი Shackleton ლაივ სეტით ბრუნდება. ყველა ის მუსიკალური იარლიყი, რომელიც Shackleton-ის მუსიკას მიეწერება, რეალურად არაფერს ამბობს მასზე. ინდური, აფრიკული, იამაიკური თუ არაბული მუსიკის ევროპულ სინთეზს ერთი კონკრეტული სახელი რომ დავარქვათ, ამით ბრიტანელი მუსიკოსისთვის დამახასიათებელ ძალიან ბევრ საინტერესო ელემენტს დავტოვებთ ტერმინის გარეთ, ამიტომ ამის გაკეთება არ ღირს. მიუხედავად იმისა, რომ იგი არ ეთანხმება მისი მუსიკის ბნელ ხასიათს და თვლის რომ ის საზემიო ესთეტიკისაა, მისი მუსიკალური განწყობა ძირითადად მაინც ისე ხასიათდება, როგორც ატმოსფერულობის, დაძაბულობის თუ პარანოიის მანიფესტი.

 

Shackleton-ის შემოქმედებითი სიღრმის ყველაზე კარგი ინდიკატორი მისი ცოცხალი შესრულებაა, რომელიც ყოველთვის შთამბეჭდავი მუსიკალური მოგზაურობაა. “როდესაც მე მაქვს მთლიანი კომპოზიცია, მე მის ნაწილებად დაშლას ვიწყებ… ზოგჯერ დიდი სექციებად ვშლი, ხშირად კი პატარა ლუპებად ვაქცევ ხოლმე. თუმცა ეს ეხება მუსიკის იმ ნაწილს, რომელიც არაპერკუსიულია“ – რაც შეეხება პერკუსიას, ეს მისი ლაივის და ზოგადად მისი მუსიკის გასაღებია. ბავშვობისას დრამ მანქანებისადმი გაძლიერებულმა ინტერესმა პერკუსიული სექციებისადმი მისი მომავალი ინტერესი განაპირობა. Shackleton ხშირად აღნიშნავს, რომ ლაივში ყველაზე მთავარი ისაა, რომ აქ ისეთი ტექსტურების დანახვა შეიძლება, რასაც სახლში, ყურსასმენებში ვერ მოისმენ ლაივში ფსკერის ყველაზე ბნელი კუნჭულიდანაც კი ისმის ხმა, არაფერი იკარგება. ლაივ სეტის „შენებაც“ სწორედ ამ მოცემულობაზეა დამყარებული, თუმცა ბევრი დეტალი ცოცხლად, იმპროვიზაციაში იქმნება, რადგან როგორც თვითონ ამბობს რაც უფრო მეტად ცდილობ რამე ააშენო, მით უფრო ხშირად ხედავ მისი ნგრევის პროცესს.

 

Shackleton-ის კომპანიონები კლუბის რეზიდენტები, KANCHELI და ZITTO იქნებიან. KANCHELI-ს მუსიკასთან პირველი პროფესიული შეხება თბილისის ჯაზ ბენდს უკავშირდება, სადაც გიორგი დასარტყამ ინსტრუმენტებზე დაკვრას სწავლობდა. მოგვიანებით მისი ინტერესების სფეროში ელექტრონული მუსიკა მოხვდა და სხვადასხვა კლუბებში დაკვრაც დაიწყო. რამდენიმე წლიანი მუშაობის შემდეგ, იგი მუსიკის წერითაც დაინტერესდა და პირველი რელიზებიც გამოსცა. მისი კარიერის ბოლო ეტაპი ნამდვილად განსაკუთრებული აღმოჩნდა – DIMENSION, RA 24/7 და BOILER ROOM-ზე დაკვრის გარდა, ის ლეგენდარული გერმანული ფესტივალის CTM FESTIVAL-ის ფარგლებში საკულტო კლუბ BERGHAIN-ში მიიწვიეს, ამის პარალელურად, მისი დებიუტი შედგა ლეიბლზე BASSIANI RECORDS, სადაც მან კომპოზიცია DISCOTRANCEMAKER FROM USSR გამოსცა. ტექნო მუსიკისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების მიუხედავად, KANCHELI არასდროს ერიდება რისკებს და სახიფათო თამაშებს, რაც BASSIANI-ზე და HOROOM-შიც ძალიან ხშირად დამტკიცებულა.

 

ჰიპნოტური ტექნოს და დეტროიტული ჟღერადობის გავლენით Zitto-მ თავისი მუსიკალური კარიერა 2015 წლიდან დაიწყო. ლევან ცერცვაძე, ფსევდონიმით Zitto, ქართველი დიჯეია, რომელიც თანამედროვე ქართული საკლუბო სცენის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ფიგურად ყალიბდება. მისი, როგორც დიეჯის, მთავარი მახასიათებელია სივრცის და კონტექსტის სწორად დანახვა, რაც მას მსმენელთან ურთიერთობაში ძალიან ეხმარება. Zitto-ს სეტები ძირითადად ჰიპნოტურ და ატმოსფერულ ტექნოზე ფოკუსრიდება, თუმცა კონკრეტული მომენტის გათვალისწინებით, ის ყოველთვის ახერხებს საჭირო ჟღერადობის პოვნას. CTM FESTIVAL, AMSTERDAM DANCE EVENT, CONCRETE, DRUGSTORE BEOGRAD, პეკინის LANTERN CLUB-სა და სხვა საინტერესო შემოქმედებით სივრცეებში დაკვრის შემდეგ აშკარაა, რომ ZITTO ლოკალური არტისტის კონტექტს გაცდა, თუმცა მუსიკისადმი უკომპრომისო მიდგომა და დაკვრის გამორჩეული სტილი მას თბილისის ტექნო სცენის ძალიან მნიშვნელოვან წარმომადგენლად აქცევს.

 

20 სექტემბერს HOROOM-ის ოთახი JOB JOBSE-ს მიერ დაარსებული ღონისძიებების სერიას STRANGELOVE მასპინძლობს, სადაც JOBSE-სთან ერთად ELIAS MAZIAN დაუკრავს. ამსტერდამელი დიჯეის პირველი საკლუბო გამოცდილება TROUW-ის წინამორბედ კლუბს CLUB 11 უკავშირდება. როგორც თვითონ იხსენებს, ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო, როდესაც სხვადასხვა მეთოდებით ცდილობდა კლუბში მოხვედრას.მისი ენთუზიაზმი უცხო არ აღმოჩნდა კლუბის ორგანიზატორებისთვისაც, რომელთაც JOB JOBSE-ს თანამშრომლობა შესთავაზეს. ასე დაიწყო ღონისძიებების სერია DRUKPERS-ის ისტორიაც, რომელსაც სწორედ ახალგაზრდა ჰოლანდიელი არტისტი კურატორობდა. CLUB 11-ის დახურვის შემდეგ, თანამშრომლობა TROUW-ის ფარგლებშიც გაგრძელდა. მისი, როგორც ფრთხილი და ძალიან საინტერესო სელექტორის რეპუტაცია არტისტის მნიშვნელობას ყველაზე მეტად ზრდის. სწორედ ამ მიზეზით, იგი უალტერნატივო კანდიდატი აღმოჩნდა ლეიბლის LIFE AND DEATH მენეჯერის პოზიციაზე. შესაბამისად ის წარმატება, რომელსაც ლეიბლმა წლების განმავლობაში მიაღწია დიდწილად JOBSE-ს მუსიკალურმა ხედვამ და გემოვნებამ განსაზღვრა. STRANGELOVE-ს მორიგი ფართისთვის, რომელიც HOROOM-ში იმართება, JOBSE-მ De School და Red Light Radio-ს რეზიდენტი Elias Mazian მოიწვია, რომელიც ამსტერდამის მუსიკალურ სცენაზე აქტიურად 2014 წელს გამოჩნდა და დღემდე აქტუალურ არტისტად რჩება