Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI/HOROOM: 20.10.17

20 ოქტომბერს, მთავარ ოთახში ბერლინში დაფუძნებული გამორჩეული ჟღერადობისა და ვიზუალური კონცეფციის მქონე ტექნო ლეიბლის – STROBOSCOPIC ARTEFACTS-ის ღამე გაიმართება, რომლის ფარგლებშიც ლეიბლის სულისჩამდგმელი, იტალიელი DJ და პროდიუსერი LUCY და BASSIANI / HOROOM-ის რეზიდენტი KANCHELI დაუკრავენ.
ექსპერიმენტალური მუსიკის სცენის უმნიშვნელოვანესი არტისტი და RASTER-NOTON-ის ოჯახის წევრი KANGDING RAY ლაივს შეასრულებს, რომელმაც 2017 წელს STROBOSCOPIC ARTEFACTS-ზე ახალი ალბომი, HYPER OPAL MANTIS გამოუშვა.

HOROOM-ის ოთახში დაუკრავენ BASSIANI / HOROOM-ის რეზიდენტები: WILL GATES, იგივე დათუნა კილაძე და BASSIANI RECORDS-ის A&R თორნიკე კვანჭიანი, ასევე ბრუკლინში მოღვაწე ჰაუს ჟღერადობაზე ორიენტირებული DJ და პროდიუსერი X-COAST, რომელიც 2016 წელს MALL GRAB-ის ლეიბლს STEEL CITY DANCE DISCS-ს შეუერთდა.


Promo Links

BASSIANI
00:00 - 03:00 KANCHELI
03:00 - 04:30 KANGDING RAY LIVE
04:30 - END LUCY
HOROOM
00:00 - 03:00 KVANCHI
03:00 - 05:00 WILL GATES
05:00 - END X-COAST