BASSIANI/HOROOM: 20.12.19

UMWELT, KANCHELI, NEWA, THE BLACK MADONNA, KVANCHI, MERCURRIO


Umwelt ფრანგი პროდიუსერი, დიჯეი და ლეიბლების Shelter, Fundata, New Flesh და Rave Or Die დამფუძნებელია. მისი შემოქმედებითი საქმიანობა ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაიწყო, როდესაც საკუთარ პლატფორმაზე Fundata ზედიზედ რამდენიმე კრებული გამოსცა. მან თავიდანვე მკაფიოდ დააფიქსირა, რომ არტისტის მუსიკალური იდეოლოგია თანხვედრაში ტექნო კულტურასთან იყო, რაც კიდევ უფრო შესამჩნევი გახდა მომდევნო წლებში. დაახლოებით 40 რელიზით და უამრავი საინტერესო ნამუშევრის დამსახურებით, Umwelt ფრანგული ტექნო სცენის უმნიშვნელოვანეს მემატიანედ ითვლება, თუმცა ცალკე აღნიშვნის ღირსია მისი ლეიბლების კონტრიბუციაც. ანალოგ ჟღერადობის და ვინილ კულტურის მიმართ უანგარო სიყვარული კი ლიონში დაბადებული არტისტის შემოქმედების მთავარ ხაზად შეგვიძლია მივიჩნიოთ.მის გარდა, Bassiani-ს საცეკვაო მოედნისთვის ტექნო სცენის კიდევ  წარმატებული ფიგურა და ადგილობრივი სცენის სიამაყე Newa დაუკრავს. კლასიკური მუსიკალური განათლების მქონე პროდიუსერი საკუთარ მუსიკას წარმატებით გამოსცემს ისეთ პლატფორმებზე, როგორიც არის: Bassiani Records, Klockworks, Semantica და ა.შ. Newa სისტემატიურად მონაწილეობს Ben Klock-ის მიერ დაარსებულ აუდიო-ვიზუალური ღონისძიებების სერიაში Photon.  KANCHELI-ს მუსიკასთან პირველი პროფესიული შეხება თბილისის ჟაზ ბენდს უკავშირდება, სადაც გიორგი დასარტყამ ინსტრუმენტებზე დაკვრას სწავლობდა. მოგვიანებით მისი ინტერესების სფეროში ელექტრონული მუსიკა მოხვდა და სხვადასხვა კლუბებში დაკვრაც დაიწყო. რამდენიმე წლიანი მუშაობის შემდეგ, იგი მუსიკის წერითაც დაინტერესდა და პირველი რელიზებიც გამოსცა. მისი კარიერის ბოლო ეტაპი ნამდვილად განსაკუთრებული აღმოჩნდა – DIMENSION, RA 24/7 და BOILER ROOM-ზე დაკვრის გარდა, ის ლეგენდარული გერმანული ფესტივალის CTM FESTIVAL-ის ფარგლებში საკულტო კლუბში BERGHAIN-ში იქნა მიწვეული, ამის პარალელურად, მისი დებიუტი შედგა ლეიბლზე BASSIANI RECORDS, სადაც მან კომპოზიცია DISCOTRANCEMAKER FROM USSR გამოსცა. ტექნო მუსიკისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების მიუხედავად, KANCHELI არასდროს ერიდება რისკებს და სახიფათო თამაშებს, რაც BASSIANI-ზე და HOROOM-შიც ძალიან ხშირად დამტკიცებულა.

“საცეკვაო მუსიკას სჭირდება მეამბოხე ქალები. საცეკვაო მუსიკას სჭირდება პატი სმიტი და DJ SPRINKLES. საცეკვაო მუსიკას  მეტი დისკომფორტი სჭირდება, მეტი მარილი ჭრილობაზე. საცეკვაო მუსიკას სჭირდება ქალები, რომლებიც 40 წელს გადასცდნენ. ქალები, რომლებიც დაკვრის წინ საკუთარ ჩვილებს ძუძუს აწოვებენ და აძინებენ. საცეკვაო მუსიკას სჭირდება ექსცენტრიული ქვიარები და თინეიჯერები, რომელთაც ეს ყველაფერი უკვე ყელში ამოუვიდათ. ” –  The Black Madonna ამერიკელი პროდიუსერი და დიჯეია, რომლის შთამბეჭდავი კარიერაც ჩიკაგოს SMART BAR-ში რეზიდენტობით დაიწყო. თუმცა მისი შემოქმედებისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი პერიოდი დაემთხვა ჯერ We Don’t Need No Music (Thank You Rahaan) შემდეგ WE STILL BELIEVE EP-ის გამოცემას. ისევე როგორც ეს ნამუშევარი, სხვა კომპოზიციებშიც აშკარა იყო, რომ ამერიკელი არტისტი არ ცდილობდა ჰაუს მუსიკის საუკეთესო ტრადიციებისგან დისტანცირებას. პირიქით, იგი ჩიკაგო ჰაუსის მრავალწლიან გამოცდილებას ყოველთვის საინტერესოდ იყენებდა როგორს თავის კომპოზიციებში, ასევე დიჯეი სეტებში. განსაკუთრებით  დიჯეი სეტებში, რადგან მას მუსიკალურმა სამყარო პირველ რიგში როგორც საინტერესო სელექტორს და დიჯეის იცნობს. დღეს The Black Madonna ჩანაწერები ლეიბლებზე Home Taping Is Killing Music, Argot/Tasteful Nudes, The Nite Owl Diner და მისი დაარსებულ We Still Believe-ზე გამოიცემა. თორნიკე კვანჭიანი, იგივე KVANCHI ქართველი პროდუსერი, დიჯეი და ასევე ლეიბლ BASSIANI RECORDS-ის კურატორია. მას როგორც ზემოთხსენებული ლეიბლის, ასევე HOROOM-ის სივრცის ჟღერადობის განსაზღვრაში დიდი წვლილი მიუძღვნის. მისი დივერსიფიცირებული გემოვნება და სტილის განსაკუთრებული შეგრძნება მისი დიჯეის სეტების მთავარი დამხასიათებელი ნიშანია. კლუბის საცეკვაო მოედნისთვის ასევე დიტო ჩიქოვანი პროექტით Mercurrio დაუკრავს, ვისთვისაც შემოქმედებით საქმიანობაში წარმატების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი განვითარების მუდმივი პროცესი და ზედმეტ შეზღუდვებზე უარის თქმაა. რაც შეეხება დიჯეინგს და მუსიკის დაკვრას, ქართველის არტისტისთვის მთავარი მუდმივი გამოწვევების წინაშე დგომა და ახლებური გამოცდილების მიღებაა. 



Please Login to buy tickets