BASSIANI/HOROOM: 21.02.20

HELENA HAUFF, KANCHELI, NDRX, AZIM FATHI, HVL, NINASUPSA


მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე წელია რაც Helena Hauff-ის ინტერესი ასე ერთიანად გაიზარდა, უნდა ვაღიაროთ, რომ ის ყოველდღიურად უფრო და უფრო აქტუალური ხდება. ამაში თავისი წვლილი Golden Pudel-მა შეიტანა, სადაც მისი, როგორც დიჯეის კარიერა დაიწყო. „ მუსიკის შექმნის პირველი მცდელობა დაახლოებით 7 წლის წინ მქონდა, მაგრამ ამ პროცესით ფრუსტრირებული ვიყავი. ნამდვილად არ მომწონდა კომპიუტერის წინ ჯდომა, ამიტომ მალევე შევწყვიტე. უფრო მეტი დრო დიჯეინგს დავუთმე. თუმცა, დადგა მომენტი როცა დავფიქრდი, რომ აუცილებლად უნდა მეპოვნა გზა მუსიკის შესაქმნელად. ამიტომაც სინთეზატორების შეგროვება დავიწყე“ – Hauff აღნიშნავს, რომ მუსიკის შექმნის პროცესში მის გამოცემაზე და ლეიბლებთან ურთიერთობაზე ნაკლებად ფიქრობს, თუმცა ფაქტია, რომ როგორც ყველა არტისტს, პლატფორმა მასაც სჭირდებოდა. 2013 წელს სწორედ ეს პლატფორმა აღმოჩნდა NINJA TUNE-ს შვილობილი WERK DISCS, რომელსაც ACTRESS ხელმძღვანელობს. სადებიუტო რელიზი ინდუსტრიული ჟღერადობის მქონე ტექნოს და ესქპერიმენტალური მუსიკის ნაზავს წარმოადგენდა, რაც უცხო არაა Hauff-ის მომდევნო ნამუშევრებისთვისაც. ეს მეტნაკლებად დასტურდება LUX REC, SOLAR ONE MUSIC და PANZERKREUZ RECORDS-ზე გამოსულ კრებულებშიც, რომელსაც 2015 წელს პირველი სტუდიური ალბომი, სახელად DISCREET DESIRES მოჰყვა. ამ ალბომში გერმანელმა დიჯეიმ კიდევ ერთხელ გამოაჩინა თავისი სიყვარული სინთ პოპის და ელექტროს მიმართ, რამაც საბოლოოდ განსაზღვრა კიდეც DISCREET DESIRES-ს ჟღერადობა. სურათი დიდად არ შეცვლილა A TAPE-ში, მეორე ალბომში, სადაც აგრესიული EBM და ესიდ ორიენტაცია კიდევ უფრო გამოიკვეთა. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა არტისტის 2018 წლის ალბომი QUALM, სადაც HELLENA HAUFF კიდევ უფრო მეტ ექსპერიმენტებს შეეცადა. ამით მან კიდევ ერთხელ გააჟღერა, რომ მუსიკოსი მუდმივად ვითარდება და მისი მუსიკაც ახალ შემოქმედებით სივრცეებს ეხება.

HELLENA HAUFF-ის ენერგეტიკას საინტერესოდ ეხმაურება NDRX, რომელიც კლუბის გამოცდილი რეზიდენტია. NDRX-ის გამოცდილება და შემოქმედებითი მრავალფეროვნება კლუბის საღამოებს ყოველთვის გამორჩეულ მუსიკალურ გამოცდილებად აქცევს. მისი სტილისთვის დამახასიათებელი ეკლექტიზმი და მოულოდნელობა, NDRX-ის არტისტული სახის მთავარი ელემენტებია. უკანასკნელი წლების განმავლობაში ქართველმა არტისტმა ისეთ ფესტივალებსა და კლუბებში დაუკრა, როგორებიცაა Exit Festival სერბეთში, CTM Festival, ფრანკფურტის Robert Johnson, Berghain, ნიუ იორკის კლუბი Basement, სიეტლში მდებარე ქვიარ სივრცე Kremwerk, ODD ბრაზილია, Fasforward კოპენჰაგენი, Spielraum და Herrensauna-ს ქვიარ ღამეები ამსტერდამსა და ბერლინში. საინტერესო იქნება KANCHELI-ს მოსმენაც, რომლის მუსიკასთან პირველი პროფესიული შეხება თბილისის ჯაზ ბენდს უკავშირდება, სადაც გიორგი დასარტყამ ინსტრუმენტებზე დაკვრას სწავლობდა. მოგვიანებით მისი ინტერესების სფეროში ელექტრონული მუსიკა მოხვდა და სხვადასხვა კლუბებში დაკვრაც დაიწყო. რამდენიმე წლიანი მუშაობის შემდეგ, იგი მუსიკის წერითაც დაინტერესდა და პირველი რელიზებიც გამოსცა. მისი კარიერის ბოლო ეტაპი ნამდვილად განსაკუთრებული აღმოჩნდა – DIMENSION, RA 24/7 და BOILER ROOM-ზე დაკვრის გარდა, ის ლეგენდარული გერმანული ფესტივალის CTM FESTIVAL-ის ფარგლებში საკულტო კლუბში BERGHAIN-ში მიიწვიეს, ამის პარალელურად, მისი დებიუტი შედგა ლეიბლზე BASSIANI RECORDS, სადაც მან კომპოზიცია DISCOTRANCEMAKER FROM USSR გამოსცა. ტექნო მუსიკისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების მიუხედავად, KANCHELI არასდროს ერიდება რისკებს და სახიფათო თამაშებს, რაც BASSIANI-ზე და HOROOM-შიც ძალიან ხშირად დამტკიცებულა.

Azim Fathi ირანელი ელექტრობული მუსიკის პროდიუსერი, დიჯეი და ლეიბლის Paraffin Tehran დამფუძნებელია. თავის მხრივ Paraffin Tehran მხოლოდ მუსიკის გამოცემით არ არის დაკავებული და ამ პროექტის ანგარიშზე უამრავი საინტერესო საკლუბო ღონისძიებაა, რისი მეშვეობითაც Azim Fathi ცდილობს მუსიკის მიმართ საკუთარი მიდგომა თეირანის სცენაზეც დაამკვიდროს. Fathi-მ მუსიკის აქტიურად დაკვრა 2008 წელს დაიწყო, როდესაც ის კუალა ლუმპურის სხვადასხვა საკლუბო სივრცეში რეზიდენტი არტისტი იყო. მოგვიანებით, 2013 წელს ირანში დაბრუნება გადაწყვიტა, რის შემდეგაც ის ერთ-ერთი პირველი ადამიანი აღმოჩნდა, ვინც თეირანის მუსიკალური გამოცოცხლება დაიწყო. ამ პროცესში ის აქტიურად თანამშრომლობდა გლობალური საკლუბო სივრცის საინტერესო არტისტებთან, მათ შორის HVL, Abdulla Rashim, Rhauder, Sote, Ario, Unbroken Dub და სხვა. ამის პარალელურად კი Azim Fathi სხვადასხვა ქვეყნის საინტერესო სივრცეებსაც ხშირად სტუმრობს. გამონაკლისი არც HOROOM-ის ოთახი იქნება.კომპანიონი კლუბის უცვლელი რეზიდენტი და ადგილობრიცი სცენის გავლენიანი დიჯეი და პროდიუსერი HVL იქნება. ბოლო წლების გამორჩეულად წარმატებული ქართველი პროდიუსერი HVL როგორც BASSIANI-ს, ასევე HOROOM-ის საცეკვაო მოედანზე ერთნაირი წარმატებით ახერხებს მოცეკვავეებთან ურთიერთობას. ამჯერად ის კლუბის მთავარ საცეკვაო მოედანზე ლაივით ბრუნდება. მისი ალბომები OSTATI და RHYTHMIC SONATAS ბოლო წლების საინტერესო მუსიკალური ჩანაწერებია, რომლითაც ზოგად მუსიკალურ სტანდარტებში ადგილობრივი კულტურის ელემენტები გემოვნებიანად და ორიგინალურად შეაქვს. NINASUPSA ქართველი დიჯეის, ნინა ბოჭორიშვილის მუსიკალური პროექტია. მუსიკასთან მისი ურთიერთობა ადრეულ ასაკში დაიწყო და როგორც თვითონ აღნიშნავს, მრავალფეროვანი და ხშირად რადიკალურად განსხვავებული ჟღერადობების მიმართ ინტერესი მისი გემოვნების ჩამოყალიბების უმთავრესი ფაქტორი გახდა. NINASUPSA-სთვის შთაგონების წყარო შეიძლება იყოს ნებისმიერი ბგერითი სიგნალი – 90-იანი წლების პოპ მუსიკით დაწყებული და BOARDS OF CANADA-ს შემოქმედებით დამთავრებული.


00:00-03:00 KANCHELI
03:00-06:00 HELENA HAUFF
06:00-END NDRX
00:00-04:00 AZIM FATHI
04:00-06:00 HVL
06:00-END NINASUPSA