BASSIANI/HOROOM: 21.06.19

ANETHA, ZITTO, KVANCHI, GIVI GELASHVILI


პარიზში დაფუძნებული დიჯეი და პროდიუსერი ANETHA ფრანგული ტექნოს ახალი ტალღის წარმატებული არტისტია, რომელიც ბოლო წლებში ევროპის და ამერიკის ყველა მნიშვნელოვან კლუბსა და ფესტივალზე გვხვდება. EBM, ელექტრო და 90-იანი წლების ტექნო ჟღერადობის გავლენით ANETHA-ს მუსიკა და დაკვრის სტილი ყოველთვის აგრესიული და დინამიურია, რადგან ის აქცენტს ენერგიის მაქსიმალურად დახარჯვასა და ექსპრესიულობაზე აკეთებს.

მისი, როგორც პროდიუსერის დებიუტი 2015 წელს Work Them Records შედგა, სადაც ფრანგმა მუსიკოსმა კრებული Ophiuchus EP გამოსცა, რასაც ძალიან მალე მოჰყვა სხვადასხვა რელიზები ისეთ პლატფორმებზე, როგორებიცაა Blocaus Series და Oaks. ლეიბლი Oaks კლუბ BASSIANI-ს რეზიდენტის, Hector Oaks-ის დაფუძნებული პლატფორმაა, რომელიც წლების განმავლობაში ANETHA-ს დიდი მხარდამჭერია. 2018 წელს მათ ამ ლეიბლზე საერთო ჩანაწერი Acid Science გამოსცეს, რომელიც ესიდ ტექნო ჟღერადობაზე ორიენტირებული 4 კომპოზიციისგან შედგებოდა. თავის მხრივ ANETHA-მ ექსპერიმენტულ მუსიკაზე ორიენტირებული პლატფორმა Mama told ya დააფუძნა, რომელიც ცდილობს მსმენელს თანამედროვე საცეკვაო მუსიკის ალტერნატივა შესთავაზოს. არტისტის კომპანიონი კლუბის უცვლელი რეზიდენტი და ადგილობრიცი სცენის გავლენიანი დიჯეი ZITTO იქნება.

CTM FESTIVAL, AMSTERDAM DANCE EVENT, CONCRETE, DRUGSTORE BEOGRAD, პეკინის LANTERN CLUB-სა და სხვა საინტერესო შემოქმედებით სივრცეებში დაკვრის შემდეგ აშკარაა, რომ ZITTO ლოკალური არტისტის კონტექტს გაცდა. თუმცა მუსიკისადმი უკომპრომისო მიდგომა და დაკვრის გამორჩეული სტილი მას თბილისის ტექნო სცენის ძალიან მნიშვნელოვან წარმომადგენლად აქცევს. მიუხედავად იმისა, რომ მის გემოვნებაზე ჰიპნოტური ტექნოს და დეტროიტის ტრადიციული ჟღერადობის გავლენა შეიმჩნევა, ZITTO მუსიკალურ ჩარჩოში მოქცევა შეუძლებელია. ის ყოველთვის ახერხებს სხვადასხვა მუსიკალური სივრცისთვის დამახასიათებელი სპეციფიკის ერთ კონტექსტში მოქცევას, რის გამოც მისი სეტების მოსმენა ყოველთვის ძალიან საინტერესოა.

თორნიკე კვანჭიანი, იგივე KVANCHI ქართველი პროდუსერი, დიჯეი და ასევე ლეიბლ BASSIANI RECORDS-ის კურატორია. მას როგორც ზემოთხსენებული ლეიბლის, ასევე HOROOM-ის სივრცის ჟღერადობის განსაზღვრაში დიდი წვლილი მიუძღვის. მისი დივერსიფიცირებული გემოვნება და სტილის განსაკუთრებული შეგრძნება მისი დიჯეის სეტების მთავარი დამხასიათებელი ნიშანია. მასთან ერთად HOROOM-ის ოთახში GIVI GELASHVILI დაბრუნდება, რომელსაც მსმენელი მრავალფეროვანი და დახვეწილი მუსიკალური გემოვნებით იცნობს.

Please Login to buy tickets