BASSIANI/HOROOM: 21.12.18

BASSIANI: POSH ISOLATION NIGHT | NDRX
HOROOM: SWEN WEISEMANN | MERCURRIO
ექსპერიმენტული და ავანგარდული ელექტრონული მუსიკის ლეიბლი POSH ISOLATION 2009 წელს CHRISTIAN STADSGAARD და LOKE RAHBEK-მა დაარსეს. კოპენჰაგენში დაფუძნებული პლატფორმა სკანდინავიელი არტისტების ნამუშევრებზე ფოკუსირდება, რაც მუსიკის გარდა მულტიდისციპლინურ ინსტალაციებსა და გამოფენებსაც გულისხმობს. 200-ზე მეტი ჩანაწერისგან შემდგარი კატალოგი, რომელიც ბევრი საინტერესო და თვითმყოფადი არტისტების შემოქმედებით ხედვას აერთიანებს, POSH ISOLATION-ს თანამედროვეობის გამორჩეულ და უნიკალურ ლეიბლად აქცევს.
21 დეკემბერს, ლეიბლის თანადამაარსებელი და კურატორი CHRISTIAN STADSGAARD სოლო პროექტით VANITY PRODUCTIONS წარსდგება, რომელიც მუდმივ ექსპერიმენტებსა და საინტერესო მუსიკალურ აღმოჩენებზე ორიენტირდება. ერთის მხრივ სკანდინავიური კულტურის და ამავდროულად “MUSIQUE CONCRÈTE”-ს მეთოდების სინთეზი VANITY PRODUCTIONS-ს ძალიან საინტერესო ექსპერიმენულ პროექტად აქცევს.
იმავე ღამეს STADSGAARD თავის დიდი ხნის კოლაბორატორთან და შვედეთის ელექტრონული მუსიკის სცენის წამყვან არტისტთან, VARG-თან და ISAK HANSEN (IRON SIGHT) ერთადაც წარსდგება, პროექტით THE EMPIRE LINE. ამ სახელით მუსიკოსებმა ჩანაწერები ლეიბლებზე AVIAN და NORTHERN ELECTRONICS გამოსცეს.
ლეიბლის შოუ-ქეისზე კლუბში მოსულ სტუმრებს დანიელი არტისტების, KRISTIAN EMDAL და SIMON FORMANN-ის საერთო პროექტის, AGE COIN-ის მოსმენაც შეეძლებათ. სკანდინავიური დუეტის დებიუტი 2011 წელს სწორედ POSH ISOLATION ლეიბლზე შედგა, რის შემდეგაც ისინი პლატფორმასთანთან მუდმივად თანამშრომლობენ. 2017 წელს AGE COIN-მა ინდუსტრიული ჟღერადობის მქონე ალბომი PERFORMANCE გამოსცა, სადაც კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ KRISTIAN და SIMON შემოქმედებით კომპრომისებზე არ მიდიან და გამოწვევებს არ უშინდებიან.
POSH ISOLATION-ის საღამოს ღირშესანიშნაობა VARG და CROATIAN AMOR-ის ერთობლივი შესრულება იქნება.CROATIAN AMOR-მა BASSIANI-ზე მათი ლეიბლის პირველ შოუქეისზეც დაუკრა, VARG კი უკვე წლებია ჩვენი კლუბი მსმენელისთვის განსაკუთრებული არტისტია. საერთო სტუდიური ნამუშევრების მიუხედავად, ეს ორი არტისტი ერთად იშვიატად უკრავს, რაც მათ ვიზიტს კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის.BASSIANI/HOROOM-ის რეზიდენტი Ndrx ერთ-ერთი გამორჩეული არტისტია, მის ათწლიანი კარიერაში შეგვიძლია შევხვდეთ ისეთ მრავალფეროვნ მუსიკალურ მიმართულებებს, როგორებიცაა:AMBIENT, EXPERIMENTAL, ELECTRO, DRUM N BASS, TECHNO.

HOROOM-ის ოთახი გერმანელ არტისტს SWEN WEISEMANN-ს და MERCURRIO-ს უმასპინძლებს. ტექნო პიონერების, JEFF MILLS და DERRICK MAY-ს მოღვაწეობით შთაგონებული WEISEMANN-სთვის ბერლინის საცეკვაო მუსიკის სცენაზე თავის დამკვიდრება რთული არ ყოფილა. DELSIN, MOJUBA, HOUSE CAFE MUSIC-ზე გამოცემული ჩანაწერების პარალელურად, WEISEMANN პერიოდულად კლასიკური მუსიკის ნაწარმოებებსაც ქმნის, რაც მის შემოქმედებით სივრცეს კიდევ უფრო მრავალფეროვანს და მასშტაბურს ხდის. ტექნიკური განსწავლულობა და საცეკვაო ელექტრონული მუსიკის სიღრმისეულად ცოდნა გერმანელ არტისტს გამორჩეულ დიჯეიდ და სელექტორად აქცევს.

Please Login to buy tickets