BASSIANI/HOROOM: 22.02.19

BLAWAN, ZITTO, COSMIC LOVE ROTATION, KOTE JAPARIDZE


„BLAWAN ბრიტანელი არტისტის, JAMIE ROBERTS-ის მუსიკალური პროექტია, რომელიც 2010 წელს შეიქმნა. პირველი, რითიც მან ყურადღება მიიქცია, ის იყო, რომ მუსიკოსი ძალიან კარგად ფლობდა კონტრასტის ხელოვნებას – ROBERTS თითქოს მარტივად შეეძლო სხვადასხვა განწყობის, ატმოსფეროს და ჟღერადობის სინთეზი. ამიტომ, გასაკვირი არც ყოფილა, რომ მისი დებიუტი HESSLE AUDIO-ზე შედგა, ლეიბლზე, რომელიც მუდმივად ინოვაციებზე და ინდივიდუალისტ არტისტებზე იდგა. ეს ინდივიდუალისტური ხელწერა არ შეცვლილა მაშინაც კი, როდესაც ROBERTS-მა ARTHUR CAYZER-თან ერთად ექსპერიმენტული პროექტი KARENN შექმნა.

ისინი ბრიტანული ანდერგრაუნდ სივრცისთვის ცნობილი 2010 წლიდანვე გახდნენ, როდესაც სადებიუტო რელიზი ერთმა HESSLE AUDIO, მეორემ კი R&S RECORDS-ზე გამოსცა. 2011 წელს BLAWAN საკუთარი BOHLA EP-ით R&S-ის დიდ ოჯახს შეუერთდა, სადაც პირველად მოუწია მომავალ მუსიკალურ პარტნიორთან ურთიერთობა. ამავე წელს ბრიტანელმა მუსიკოსებმა სტუდიაში ერთად მუშაობა დაიწყეს და პირველი რელიზიც გამოსცეს, თუმცა მათი მთელი მაგია, რის გამოც KARENN თანამედროვე ტექნო სცენისთვის ძალიან საინტერესო გახდა, უფრო მოგვიანებით, მათ ლაივებში გამოაშკარავდა. PARIAH აღნიშნავს, რომ მათი პროექტი თავიდან ორი არტისტის უბრალო კოლაბორაციას უფრო ჰგავდა, თუმცა, როდესაც მისი პირველი 12 ინჩიანი ფირფიტა გამოიცა, KARENN-მა სხვაგვარად დაიწყო ფორმირება: „თითქოს ჟღერადობა სრულიად ახლებური იყო, რაღაც ისეთი, რაც ჩვენს სოლო პროექტებში არ იკვეთებოდა. ფაქტობრივად KARENN პირველივე რელიზიდან დაშორდა ყველაფერ იმას, რასაც ჩვენ ცალ-ცალკე ვაკეთებდით.“

BLAWAN ხაზს უსვამდა იმ ფაქტს, რომ KARENN-ის ფარგლებში ყველაზე რთული მსმენელთან სათქმელის მარტივად მიტანა რადგან, რადგან მუსიკალურ მანქანებთან ურთიერთობა არც ისე ადვილია. ბრიტანელი არტისტი ასევე აღნიშნავს, რომ საწყის ეტაპზე KARENN-ის ლაივების დროს ბევრად მეტი ქაოტურობა შეიმჩნეოდა, რადგან ისინი ცდილობდნენ, უკეთ გაეგოთ ცოცხლად შესრულების დროს რა როგორ იმუშავებდა. თუმცა, საბოლოოდ, არტისტმა როგორც მანქანებთან, ასევე მსმენელთან ურთიერთობის ისეთი გზა იპოვა, რომელიც პროექტს დღითიდღე უფრო აქტუალური და ინოვაციური გახდა.

პარალელურად ROBERTS-მა კიდევ ერთი ამბიციური პროექტი, TRADE წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც ის ტექნო სცენის გიგანტთან, SURGEON-თან ერთად მუშაობს. ამას მოჰყვა ლეიბლ TERENSC-ის დაფუძნება, რომელიც მხოლოდ მისი პროექტებისთვის შექმნილი პლატფორმა. 2018 წელს სწორედ ამ პლატფორმაზე გამოიცა BLAWAN-ის სადებიუტო ალბომი wet will ALWAYS DRY. ის ბრუტალიზმი, რაც მის ადრეულ ნამუშევრებში, თუნდაც WHY THEY HIDE THEIR BODIES UNDER MY GARAGE-ში გვახსოვს, მნიშვნელოვნად ტრანსფორმირდა ახალ ჩანაწერში. WET WILL ALWAYS DRY უფრო მეტად ახალი მუსიკალური სივრცეების აღმოჩენას მიეძღვნა, რის გამოც შეიძლება ითქვას, რომ სადებიუტო ალბომი ბრიტანელი მუსიკოსისთვის ყველაზე კომპლექსური და გაბედული ჩანაწერია.

Cosmic Love Rotation – ქართველი მუსიკოსის, ბესო მახარობლიძის პროექტია. იგი გამოირჩევა ერთმანეთისგან განსხვავებული მუსიკის სინთეზით. მის სეტებში ძირითადად დომინირებს Acid-house, Cosmic-Disco და Electro-Industrial ელემენტები. 2015 წელს, ტექნო სცენაზე მის გამოჩენაში, დიდი როლი ითმაშა წარსულში პიანინოზე დაკვრის და აუდიტორიასთან ინტერაქციის გამოცდილებამ.

კოტე ჯაფარიძის პირველი მუსიკალური გამოცდილება 5 ბიტიანი ვიდეოთამაშების პოლიფონიურ საუნდტრეკებს და ჰიპ-ჰოპ ჩანაწერებს უკავშირდება. ელექტრონული ჟღერადობით ის მოგვიანებით, მუსიკალური შვიდწლედის დასრულების შემდეგ დაინტერესდა. DJ EZ, BEN UFO, KARIZMA და განსაკუტრებით კი motor city drum ensemble-ს გავლენით მან გადაწყვიტა საკუთარი გემოვნება მსმენელისთვისაც გაეცნო. HOROOM-ის ოთახი კი ამისთვის საუკეთესო ადგილია.


Promo Links

BASSIANI
00:00-04:00 ZITTO
04:00-END BLAWAN
00:00-04:00 KOTE JAPARIDZE
04:00-END COSMIC LOVE ROTATION