BASSIANI/HOROOM: 22.03.19

DJ STINGRAY, HELENA HAUFF, NDRX, KANCHELI, MERCURRIO, GIVI GELASHVILI


DJ STINGRAY, იგივე SHERARD INGRAM ელექტრონული მუსიკისთვის საკულტო ფიგურაა – მუსიკისადმი მისი უკომპრომისო, არაკონფორმისტული და ინოვაციური მიდგომა მთელი თაობებისთვის სამაგალითოა. INGRAM-ზე საუბარი მისტიკური პროექტის, DREXCIYA-ს გარეშე თითქმის შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ ყველა პროექტი, მათ შორის URBAN TRIBE, საოცრად თვითმყოფადი და ავტონომიურია, DREXCIYA-სთან ასოცირება მისი შემოქმედებითი ჩამოყალიბებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. ELECTRIFYING MOJO, KRAFTWERK და PARLIAMENT-ის გავლენით გაზრდილი დეტროიტელი არტისტმა DREXCIYA-ს წევრის , ჯეიმს სტინტონის ყურადღება მიიქცია: “როდესაც ჯეიმსმა მთხოვა ტურნეში მათთან ერთად წავსულიყავი, ჩემთვის ეს დიდი პატივი იყო. თუ ამას კარიერის კუთხით შევხედავთ, შემიძლია ვაღიარო, რომ მათთან ასოცირებაც კი ჩემთვის ახალ შემოქმედებით ეტაპზე გადასვლა იყო. სახელიც მან მოიფიქრა, სურდა, რომ ჩემი სახელი DJ STINGRAY ყოფილიყო, მე კი საწინააღმდეგო არაფერი მქონდა. ნიღაბიც ჯეიმსის იდეა იყო, რაზეც თავიდან უარი ვთქვი, რადგან მისი დიზაინი არ მომწონდა. შემდეგ კი, როდესაც მისი სახლი დავტოვე, პოლიციის აქსესუარების მაღაზია ვნახე და მაშინვე მივხვდი თუ როგორი ნიღაბი მჭირდებოდა.“
ასეთ თამამი, ინოვაციური და უნიკალური კოლექტივის გვერდით დაკვრა მისთვის შანსი იყო საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე გამოევლინა. როგორც თვითონ იხსენებს, ყველაზე პროვოკაციული კომპოზიციების დაკვრის დროსაც კი ის თავს თავისუფლად გრძნობდა, რადგან იმ ავტორიტეტის ქვეშ, DREXCIYA-ს გააჩნდა, თითოეული სარისკო შემოქმედებითი გადაწყვეტილება ლეგიტიმური და დაფასებული იყო. რასაკვირველია DREXCIYA საკუთარ რეპუტაციას მუსიკის გარდა კონცეპტუალური მიდგომით და მითოსის არსებობით ქმნიდა, მაგრამ SHERARD განმარტავს, რომ ის პირველ რიგში სწორედ მუსიკით იყო მოხიბლული და არა იმ მისტიური საბურველით, რომელიც პროექტს გააჩნდა. ჯეიმსის გარდაცვალებამ DREXCIYA სამუდამოდ შეცვალა, შესაბამისად SHERARD -მა გადაწყვიტა თავისი ბედი მარტოს ეცადა. პირველი ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი URBAN TRIBE იყო, რომლის ფარგლებშიც სადებიუტო ალბომი THE COLLAPSE OF MODERN CULTURE 1998 წელს გამოიცა. DJ STINGRAY პროექტის მთავარი სახე და წევრი იყო, თუმცა ძირითადად URBAN TRIBE კოლაბორაციული გაერთიანება იყო, სადაც ANTHONY SHAKIR, CARL CRAIG და KENNY DIXON JR. ერთიანდებოდნენ.
URBAN TRIBE 2010 წლამდე აქტიური კოლექტივი იყო, პარალელურად STINGRAY სხვადასხვა სოლო პროექტებზე მუშაობდა, რამაც საბოლოოდ ელექტრო მუსიკის სახედ შექმნა. თუმცა ეს მის მუსიკალურ ჩარჩოს არ შემოსაზღვრავს, პირიქით, ის უფრო მეტია, ვიდრე რომელიმე ჟანრი, ამაში BASSIANI-ს მსმენელი კიდევ ერთხელ დარწმუნდება.
მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე წელია რაც HELENA HAUFF–ის ინტერესი ასე ერთიანად გაიზარდა, უნდა ვაღიაროთ, რომ ის ყოველდღიურად უფრო და უფრო აქტუალური ხდება. ამაში თავისი წვლილი Golden Pudel-მა შეიტანა, სადაც მისი, როგორც დიჯეის კარიერა დაიწყო. „ მუსიკის შექმნის პირველი მცდელობა დაახლოებით 7 წლის წინ მქონდა, მაგრამ ამ პროცესით ფრუსტრირებული ვიყავი. ნამდვილად არ მომწონდა კომპიუტერის წინ ჯდომა, ამიტომ მალევე შევწყვიტე. უფრო მეტი დრო დიჯეინგს დავუთმე. თუმცა, დადგა მომენტი როცა დავფიქრდი, რომ აუცილებლად უნდა მეპოვნა გზა მუსიკის შესაქმნელად. ამიტომაც სინთეზატორების შეგროვება დავიწყე“ – Hauff აღნიშნავს, რომ მუსიკის შექმნის პროცესში მის გამოცემაზე და ლეიბლებთან ურთიერთობაზე ნაკლებად ფიქრობს, თუმცა ფაქტია, რომ როგორც ყველა არტისტს, პლატფორმა მასაც სჭირდებოდა. 2013 წელს სწორედ ეს პლატფორმა აღმოჩნდა NINJA TUNE-ს შვილობილი WERK DISCS, რომელსაც ACTRESS ხელმძღვანელობს. სადებიუტო რელიზი ინდუსტრიული ჟღერადობის მქონე ტექნოს და ექპერიმენტალური მუსიკის ნაზავს წარმოადგენდა, რაც უცხო არაა HELENA HAUFF​-ის მომდევნო ნამუშევრებისთვისაც. ეს მეტნაკლებად დასტურდება LUX REC, SOLAR ONE MUSIC და PANZERKREUZ RECORDS-ზე გამოსულ კრებულებშიც, რომელსაც 2015 წელს პირველი სტუდიური ალბომი, სახელად DISCREET DESIRES მოჰყვა. ამ ალბომში გერმანელმა დიჯეიმ კიდევ ერთხელ გამოაჩინა თავისი სიყვარული სინთ პოპის და ელექტროს მიმართ, რამაც საბოლოოდ განსაზღვრა კიდეც DISCREET DESIRES-ს ჟღერადობა. სურათი დიდად არ შეცვლილა A TAPE -ში, მეორე ალბომში, სადაც აგრესიული EBM და ეისიდ ორიენტაცია კიდევ უფრო გამოიკვეთა. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა არტისტის 2018 წლის ალბომი QUALM, სადაც HELLENA HAUFF კიდევ უფრო მეტ ექსპერიმენტებს შეეცადა. ამით მან კიდევ ერთხელ გააჟღერა, რომ მუსიკოსი მუდმივად ვითარდება და მისი მუსიკაც ახალ შემოქმედებით სივრცეებს ეხება.
HELLENA HAUFF-ის და განსაკუთრებით კი DJ STINGRAY-ის ენერგეტიკას საინტერესოდ ეხმაურება NDRX, რომელიც კლუბის გამოცდილი რეზიდენტია. NDRX-ის გამოცდილება და შემოქმედებითი მრავალფეროვნება კლუბის საღამოებს ყოველთვის გამორჩეულ მუსიკალურ გამოცდილებად აქცევს. მისი სტილისთვის დამახასიათებელი ეკლექტიზმი და მოულოდნელობა, NDRX-ის არტისტული სახის მთავარი ელემენტებია. საინტერესო იქნება KANCHELI-ს მოსმენაც, რომელიც თავის დიჯეი სეტებში როგორც დეტროიტის მემკვიდრეობას, ასევე ევროპული საცეკვაო მუსიკის ტრადიციებს ინახავს. მისთვის 2018 წელიც განსაკუთრებული აღმოჩნდა – DIMENSION, RA 24/7 და BOILER ROOM-ზე დაკვრის გარდა, ის ლეგენდარული გერმანული ფესტივალის CTM FESTIVAL-ის ფარგლებში საკულტო კლუბში BERGHAIN-ში იქნა მიწვეული, ამის პარალელურად, მისი დებიუტი შედგა ლეიბლზე BASSIANI RECORDS, სადაც მან კომპოზიცია DISCOTRANCEMAKER FROM USSR გამოსცა. ტექნო მუსიკისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების მიუხედავად, KANCHELI არასდროს ერიდება სიახლეებს და რისკებს, რაც BASSIANI-ზე ძალიან ხშირად დამტკიცებულა.
პარალელურად HOROOM-ში MERCURRIO და GIVI GELASHVILI დაუკრავენ. MERCURRIO ყოველთვის აფიქსირებს, რომ დაკვრის დროს მისთვის მსმენელთან უშუალო კავშირის დამყარება და ენერგიის ურთიერთგაცვლა უმთავრესია. ის არასდროს უშინდება გამოწვევებს და ცდილობს საცეკვაო მოედანზე ყოველთვის საინტერესო და მრავალფეროვანი იყოს. ამას კი დივერსიფიცირებული მუსიკალური გემოვნებით და დაკვრის ინდივიდუალური ტექნიკით ახერხებს. მასთან ერთად კლუბში GIVI GELASHVILI ბრუნდება, რომელსაც მსმენელი მრავალფეროვანი და დახვეწილი მუსიკალური სელექციით იცნობს.

00:00-03:00 KANCHELI
03:00-05:00 DJ STINGRAY
05:00-07:00 HELENA HAUFF
07:00-END NDRX
00:00-04:00 GIVI GELASHVILI
04:00-END MERCURRIO