BASSIANI/HOROOM: 22.11.19

FUNCTION, MARCEL DETTMANN, MERCURRIO, KVANCHI, YVES


Function, იგივე Dave Sumner ნიუ-იორკელი დიჯეი და პროდიუსერია. Regis-თან და Silent Servant-თან ერთად ის ლეგენდარულ კოლექტივს Sandwel District-ის წევრი იყო, ხოლო Karl O’Connor (Regis) ერთად შექმნა კოლაბორცაიული პროექტი Portion Reform, რითაც ის გახდა პირველი არაბირმინგემელი არტისტი, რომელიც Downwards Records-ზე გამოიცა. ბერლინში გადასვლის და Sandwel district-თან გამოყოფის შემდეგ Sumner კლუბის Berghain / Panorama Bar რეზიდენტი გახდა და პარალელურად Ostgut Ton-ის ოჯახს შეუერთდა. ამ ლეიბლზე გამოიცა მისი სადებიუტო ალბომი Incubation(2013), რომელიც წლის ერთ-ერთი ყველაზე განხილვადი ჩანაწერი გახდა. 2016 წლიდან ამერიკელი დიჯეი BASSIANI-ს რეზიდენტი არტისტია. Marcel Dettmann გერმანელი პროდიუსერი და DJ, ლეიბლის MDR დამფუძნებელი და თანამედროვე ტექნო სცენის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელია. 1999 წელს, როდესაც ბერლინში კლუბ Ostgut-მა ახლებური მუსიკალური ატმოსფეროს შექმნა დაიწყო, Dettmann ამ სივრცის საკვანძო ფიგურა გახდა. მისი როლი არ შეცვლილა მას შემდეგაც, როდესაც Ostgut დაიხურა და მის ბაზაზე ლეგენდარული Berghain შეიქმნა. არტისტის კარიერის ცალკეული ეტაპი ლეიბლ MDR (Marcel Dettmann Records) შემდეგ კი Bad Manners-ის შექმნა აღმოჩნდა, სადაც როგორც ტექნო ვეტერანების, ასევე ახალი სახეების საინტერესო ნამუშევრები გამოიცემა. 

Nთორნიკე კვანჭიანი, იგივე KVANCHI ქართველი პროდუსერი, დიჯეი და ასევე ლეიბლ BASSIANI RECORDS-ის კურატორია. მას როგორც ზემოთხსენებული ლეიბლის, ასევე HOROOM-ის სივრცის ჟღერადობის განსაზღვრაში დიდი წვლილი მიუძღვნის. მისი დივერსიფიცირებული გემოვნება და სტილის განსაკუთრებული შეგრძნება მისი დიჯეის სეტების მთავარი დამხასიათებელი ნიშანია. კლუბის საცეკვაო მოედნისთვის ასევე დიტო ჩიქოვანი პროექტით Mercurrio დაუკრავს, ვისთვისაც შემოქმედებით საქმიანობაში წარმატების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი განვითარების მუდმივი პროცესი და ზედმეტ შეზღუდვებზე უარის თქმაა. რაც შეეხება დიჯეინგს და მუსიკის დაკვრას, ქართველის არტისტისთვის მთავარი მუდმივი გამოწვევების წინაშე დგომა და ახლებური გამოცდილების მიღებაა. მსმენელს ასევე საშუალება ექნება ლოკალური სცენის კიდევ ერთ საინტერესო არტისტს Yves მოუსმინოს, რომელიც თავისი მრავალფეროვანი სელექციის და დახვეწილი გემოვნების წყალობით დენსფლორს ყოველთვის დასამახსოვრებელ გამოცდილებას სთავაზობს.


00:00-05:00 FUNCTION
05:00-END MARCEL DETTMANN
00:00-04:00 KVANCHI
04:00-07:00 YVES
07:00-END MERCURRIO