BASSIANI/HOROOM: 23.03.18

23 მარტს, BASSIANI-ზე, ბრუკლინური ლეიბლის CITITRAX-ის ღამე გაიმართება, რომელზეც დაუკრავენ, კალიფორნიელი DJ და პროდიუსერი, ლეიბლების HISTORIA Y VIOLENCIA და JEALOUS GOD-ს თანადამაარსებელი, ლეგენდარული SANDWELL DISTRICT-ის კოლექტივის წევრი JUAN MENDES, სოლო პროექტით SILENT SERVANT, რომელიც ინდუსტრიული და ემბიენთ ტექნო ჟღერადობით გამოირჩევა და ბერლინში მოღვაწე DJ და პროდიუსერი LEE DOUGLAS იგივე AN-I.
HOROOM-ის ოთახში, თანამედროვე ჰაუს სცენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, დუო FRANK & TONY-ს მეორე ნახევარი, ლეიბლის SCISSOR & THREAD დამაარსებელი, პროექტ ADULTNAPPER-ის ავტორი და THE PANTHER ROOM-ის რეზიდენტი, FRANCIS HARRIS დაუკრავს, მასთან ერთად წარდგება BASSIANI RECORDS-ის A&R -KVANCHI.


BASSIANI
00:00 - 04:00 AN-I
04:00 - END SILENT SERVANT
HOROOM
00:00 - 04:00 KVANCHI
04:00 - END FRANCIS HARRIS