BASSIANI/HOROOM: 23.11.18

BASSIANI: FUNCTION | NDRX | ATSUSHI MAEDA
HOROOM: WILL GATES | COSMIC LOVE ROTATION

FUNCTION 23 ნოემბერს, დიდი ხნის შესვენების შემდეგ ტექნო სცენის ნამდვილი ლეგენდა, BASSIANI/HOROOM-ის რეზიდენტი FUNCTION ლაივს შეასრულებს. აღიარებული ბრუკლინელი პროდიუსერი არაერთი ღირსეული მუსიკალური პროექტისა და კოლაბორაციის წევრი იყო. მასვე ეკუთვნის უნიკალური ლეიბლი Infrastructure New York. 2013 წელამდე იყო Sandwel District-ის კოლექტივის წევრი. LSD-ის (LUKE SLATER, STEVE BICKNELL, FUNCTION) სულისჩამდგმელი ადგილობრივი სცენის გამორჩეულ დიჯეი NDRX-თან და იაპონელ ATSUSHI MAEDA-სთან ერთად დაუკრავს. HOROOM-ის ოთახი WILL GATES-ს და COSMIC LOVE ROTATION-ს უმასპინძლებს, მათი სეტები ჩიკაგო ჰაუსისა და დისკოს საინტერესო სინთეზით გამოირჩევა.


BASSIANI
00:00-03:00 ATSUSHI MAEDA
03:00-04:30 FUNCTION (LIVE)
04:30-END NDRX
HOROOM
00:00-04:00 WILL GATES
04:00-END COSMIC LOVE ROTATION