BASSIANI/HOROOM: 24.01.20

SPFDJ, NDRX, IKA, USHERENKO


SPFDJ წარმოშობით შვედი არტისტი და ქვიარ კოლექტივ HERRENSAUNA-ს ოჯახის უცვლელი წევრია, რომელმაც თავდაპირველად მოღვაწეობა ლონდონში, ცნობილ შემოქმედებით გაერთიანებასთან, UNIVERSE OF TANG-თან ერთად დაიწყო. ბრიტანეთში გატარებული წლების შემდეგ შემოქმედებითი საქმიანობის განსავითარებლად ის ბერლინში გადავიდა, რამაც მის კარიერასა და გემოვნებაზე განსაკუთრებული გავლენა იქონია. მან დააფუძნა რადიო პროექტი CRANIAL HANDLES და წვეულებათა სერია POWER PLAY, რომელიც საშუალებას აძლევს საკუთარი არტისტული შეხედულებები მსმენელს მაქსიმალურად საინტერესოდ მიაწოდოს. მისი მასპინძელი NDRX კი ქართული ელექტონული მუსიკის სცენის აქტივისტი და კლუბ BASSIANI-ს რეზიდენტი დიჯეია, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია ამ სივრცის განუყოფელ ნაწილად იქცა. უკანასკნელი წლების განმავლობაში ქართველმა არტისტმა ისეთ ფესტივალებსა და კლუბებში დაუკრა, როგორებიცაა Exit Festival სერბეთში, CTM Festival, ფრანკფურტის Robert Johnson, Berghain, ნიუ იორკის კლუბი Basement, სიეტლში მდებარე ქვიარ სივრცე Kremwerk, ODD ბრაზილია, Fasforward კოპენჰაგენი, Spielraum და Herrensauna-ს ქვიარ ღამეები ამსტერდამსა და ბერლინში.

რაც შეეხება HOROOM-ის ოთახს, აქ IKA და USHERENKO დაუკრავენ. იკა ბერძენიშვილი კლუბის სტაჟიან მსმენელს კარგად ახსოვს, როგორც დივერსიფიცირებული გემოვნების და საინტერესო სელექციის უნარის მქონე დიჯეი. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ საკლუბო სივრცეში მისი მოსმენა არც თუ ისე ხშირად არის შესაძლებელი, IKA-ს სეტები ყოველთვის განსაკუთრებულია – ის ხშირად გვერდს უვლის სტანდარტულ 4/4 რიტმს და მსმენელს სხვადასხვა მუსიკალური ტრადიციების საუკეთესო ნიმუშებს უზიარებს. მასთან ერთად ნიუ-იორკში მოღვაწე არტისტი და ფირფიტების კოლექტორი Alex Usherenko დაუკრავს.


00:00-04:00 NDRX
04:00-END SPFDJ
00:00-END IKA & USHERENKO