BASSIANI/HOROOM: 25.10.19

SUNIL SHARPE, ZITTO, HONEY SOUNDSYSTEM, MERCURRIO


თანამედროვე ირლანდიური ტექნო სცენის ყველაზე გავლენიანი დიჯეი Sunil Sharpe კლუბში BASSIANI ბრუნდება. 2000-იანების დასაწყისში, როდესაც დუბლინში ტექნო სცენა საკმაოდ სწრაფი ტემპით ვითარდებოდა, Sunil Sharpe-მ თავისი პირველი კარიერული ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. მიუხედავად რამდენიმე საინტერესო ინიციატივისა, Sunil-ის პროდიუსერული საქმიანობის ყველაზე საინტერესო ნაბიჯი Matt Flanagan, იგივე Defekt-თან ერთობლივი პროექტის, Tinfoil-ის შექმნა იყო, რომლის სახელით 5 კონცეპტუალური ნამუშევარია გამოცემული. მიუხედავად საკმაოდ ნაყოფიერი სტუდიური მუშაობისა, Sunil Sharpe-ის რეპუტაციაზე დიდი გავლენა მისმა დაკვრის ტექნიკამ და სელექციის უნარმა მოახდინა. წლების მანძილზე იგი ნებისმიერ სივრცეში ახერხებს საკუთარი არტისტული იდენტობის რეალიზაციას. სივრცეზე მეტად კი აქცენტს მსმენელზე აკეთებს, რომელიც, როგორც თვითონ ამბობს წარმატებული საკლუბო ღამის მთავარი გასაღებია. მისი კომპანიონი ამჯერადაც ZITTO იქნება, არტისტი, რომელიც თანამედროვე ქართული საკლუბო სცენის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ფიგურაა. მისი, როგორც დიეჯის, მთავარი მახასიათებელია სივრცის და კონტექსტის სწორად დანახვა, რაც მას მსმენელთან ურთიერთობაში ძალიან ეხმარება. Zitto-ს სეტები ძირითადა ჰიპნოტურ და ატმოსფერულ ტექნოზე ფოკუსრიდება, თუმცა კონკრეტული მომენტის გათვალისწინებით, ის ყოველთვის ახერხებს საჭირო ჟღერადობის პოვნას.

 

HOROOM-ის ოთახში HONEY SOUNDSYSTEM-ის თანადამფუძნებლებს Jason Kendig-ს და Beziér-ს უმასპინძლებს. სან ფრანცისკოს მუსიკალურ სცენაზე მიღებული შთაბეჭდილებების გავლენით, 2006 წელს Kendig და Beziér-მა გადაწყვიტეს საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალი გამოეცადათ, რისი შედეგიცაა HONEY SOUNDSYSTEM. მათთან ერთად კლუბის რეზიდენტი დიტო ჩიქოვანი პროექტით Mercurrio დაუკრავს, ვისთვისაც შემოქმედებით საქმიანობაში წარმატების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი განვითარების მუდმივი პროცესი და ზედმეტ შეზღუდვებზე უარის თქმაა. რაც შეეხება დიჯეინგს და მუსიკის დაკვრას, ქართველის არტისტისთვის მთავარი მუდმივი გამოწვევების წინაშე დგომა და ახლებური გამოცდილების მიღებაა.

00:00-04:00 ZITTO
04:00-END SUNIL SHARPE
00:00-04:00 MERCURRIO
04:00-END HONEY SOUNDSYSTEM