BASSIANI/HOROOM: 27.03.20

ZENKER BROTHERS, KANCHELI, OLIVER HAFENBAUER, KVANCHI, HVL


27 მარტს, კლუბი BASSIANI ლეიბლ ILIAN TAPE-ს დამფუძნებელ არტისტებს, DARIO და MARCO ZENKER-ებს უმასპინძლებს. ZENKER BROTHERS-ის სახელით ცნობილ დუეტთან ბევრი საინტერესო საკლუბო გამოცდილება ასოცირდება და BASSIANI-ს საცეკვაო მოედანზე მათი დაბრუნებაც დიდ მოლოდინებს ქმნის. მართალია არტისტებმა შემოქმედებითი საქმიანობა სხვადადასხვა ვექტორით დაიწყეს, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერ ერთობლივი პროექტის შექმნით დაგვირგვინდა.  DARIO დიჯეინგით 16 წლის ასაკში დაინტერესდა და მოგვიანებით საკუთარი პროდუქციის შექმნაც დაიწყო. ამის საპირისპიროდ კი MARCO თავიდანვე მუსიკის შექმნით იყო დაინტერესებული და სანამ დიჯეინგით აქტიურად დაინტერესდებოდა, ლაივსაც უკრავდა. შესაბამისად, მათი მხრიდან თანამშრომლობითი საქმიანობის დაწყება და ლეიბლის შექმნაც საკმაოდ ლოგიკური გადაწყვეტილება იყო. მიუხედავად კოლაბორაციული პროექტისა, DARIO და MARCO ZENKER-ები დამოუკიდებელ, სოლო პროექტებსაც არ ტოვებენ ყურადღების მიღმა. DARIO ZENKER დაახლოებით 10 წელიწადია სხვადასხვა ლეიბლებზე არელიზებს მუსიკას, ხოლო MARCO-ს პროდუქციებზე ექსკლუზივი კი ძირითადად ILIAN TAPE-ს ეკუთვნის. რაც შეეხება ერთობლივ რელიზებს, მათი კარიერისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი სადებიუტო ალბომი, IMMERSION აღმოჩნდა, რომელიც 2015 წელს გამოვიდა მათსავე დაარსებულ ლეიბლზე. IMMERSION -ის შესახებ არტისტები ჯერ კიდევ გამოცემამდე ამბობდნენ, რომ ეს იქნებოდა ახალი, ჯერ კიდევ აღმოუჩენელი ტერიტორიის ძიება საკუთარ თავში. შეიძლება ითქვას, რომ ამ ალბომთან ერთად თვითმყოფადი ჟღერადობის ძეიბა წარმატებით დასრულდა, თუმცა IMMERSION -ის საუნდი საკმაოდ კომპლექსური გამოდგა. სხვადასხვა მუსიკალური თუ ემოციური საზღვრების მიღმა ხეტიალი ZENKER BROTHERS-ის საუნდისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი გახდა, რასაც ისინი მრავალფეროვან მუსიკალურ გავლენებს უმადლიან. ტიპური გერმანული ტრადიციის მიღმა, ისინი მუდმივად იღებენ შთაგონებას ბრიტანული მუსიკალური კულტურიდან, რაც კიდევ უფრო მეტად ამდიდრებს მათ დისკოგრაფიასაც.

ZENKER-ების მუსიკალურ მუხტს კარგად შეესაბამება კლუბის რეზიდენტის, KANCHELI-ს ენერგიაც, რომელიც მიუნხენელ არტისტებთან ერთად იზრუნებს საცეკვაო მოედნის მუსიკალურ განწყობაზე. მუსიკასთან პირველი პროფესიული შეხება თბილისის ჟაზ ბენდს უკავშირდება, სადაც გიორგი დასარტყამ ინსტრუმენტებზე დაკვრას სწავლობდა. მოგვიანებით მისი ინტერესების სფეროში ელექტრონული მუსიკა მოხვდა და სხვადასხვა კლუბებში დაკვრაც დაიწყო. რამდენიმე წლიანი მუშაობის შემდეგ, იგი მუსიკის წერითაც დაინტერესდა და პირველი რელიზებიც გამოსცა. მისი კარიერის ბოლო ეტაპი ნამდვილად განსაკუთრებული აღმოჩნდა – DIMENSION, RA 24/7 და BOILER ROOM-ზე დაკვრის გარდა, ის ლეგენდარული გერმანული ფესტივალის CTM FESTIVAL-ის ფარგლებში საკულტო კლუბში BERGHAIN-ში იქნა მიწვეული, ამის პარალელურად, მისი დებიუტი შედგა ლეიბლზე BASSIANI RECORDS, სადაც მან კომპოზიცია DISCOTRANCEMAKER FROM USSR გამოსცა. ტექნო მუსიკისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულების მიუხედავად, KANCHELI არასდროს ერიდება რისკებს და სახიფათო თამაშებს, რაც BASSIANI-ზე და HOROOM-შიც ძალიან ხშირად დამტკიცებულა.

ფრანკფურტელი დიჯეი OLIVER HAFENBAUER კლუბ ROBERT JOHNSON-ის რეზიდენტი არტისტი და ერთ-ერთი ბუქერია, რომელიც ამავდროულად ლეიბლ LIVE AT ROBERT JOHNSON-ის A&R-ის ფუნქციასაც ასრულებს. პარალელურად გერმანელი დიჯეი ასევე ხელმძღვანელობს თავის დაარსებულ იმპრინტს, სახელად DIE ORAKEL, სადაც ისეთ არტისტებს შევხვდებით, როგორებიც არიან EDWARD, ORSON WELLS, PABLO MATEO და ა.შ. „მომწონს ყველა ტიპის მუსიკა, სადაც განმეორებითობა მნიშნელოვანია. სეტის დაკვირისას კი ყოველთვის ვცდილობ, რომ სწორედ სხვადასხვა სტილის და ჟანრის მუსიკა ერთად შევაერთო“ – TECHNO, HOUSE, NU DISCO და ELECTRO-ს საუკეთესო ტრადიციების შეერთებით, HAFENBAUER-ის სეტებში ყოველთვის შეიძლება ახალი და უცხო ჟღერადობის პოვნა. თორნიკე კვანჭიანი, იგივე KVANCHI ქართველი პროდუსერი, დიჯეი და ასევე ლეიბლ BASSIANI RECORDS-ის კურატორია. მას როგორც ზემოთხსენებული ლეიბლის, ასევე HOROOM-ის სივრცის ჟღერადობის განსაზღვრაში დიდი წვლილი მიუძღვნის. მისი დივერსიფიცირებული გემოვნება და სტილის განსაკუთრებული შეგრძნება მისი დიჯეის სეტების მთავარი დამხასიათებელი ნიშანია. ამ არტისტების კომპანიონი კლუბის უცვლელი რეზიდენტი და ადგილობრიცი სცენის გავლენიანი დიჯეი და პროდიუსერი HVL იქნება. ბოლო წლების გამორჩეულად წარმატებული ქართველი პროდიუსერი HVL როგორც BASSIANI-ს, ასევე HOROOM-ის საცეკვაო მოედანზე ერთნაირი წარმატებით ახერხებს მოცეკვავეებთან ურთიერთობას. ამჯერად ის კლუბის მთავარ საცეკვაო მოედანზე ლაივით ბრუნდება. მისი ალბომები OSTATI და RHYTHMIC SONATAS, რომლებოიც ბოლო წლების საინტერესო მუსიკალური ჩანაწერებია, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს HVL-ს უნარს ზოგად მუსიკალურ სტანდარტებში ადგილობრივი კულტურის ელემენტები გემოვნებიანად და ორიგინალურად შეიტანოს.


Please Login to buy tickets