Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI/HOROOM: 27.04.18

27 აპრილს, კლუბში BASSIANI, ლონდონური LOBSTER THEREMIN-ის ხუთი წლისთავისადმი მიძღვნილი ღამე გაიმართება, რომელიც 2013 წელს დააარსა JIMMY ASQUITH-მა, რომ შეექმნა მუსიკალური პლატფორმა ნიჭიერი, ნაკლებად ცნობილი არტისტებისთვის. დაუკრავენ LOBSTER THEREMIN-ის სულისჩამდგმელი და FIND ME IN THE DARK-ის ღამეების კურატორი ASQUITH, ჰოლანდიელი DJ და პროდიუსერი NTHNG, რომლის დებიუტი LOBSTER TEHREMIN-ის სუბლეიბლზე MORK შედგა და BASSIANI / HOROOM-ის რეზიდენტი NDRX.

HOROOM-ის ოთახში, ბერლინში დაფუძნებული მინიმალ ჰაუსზე და ტექნოზე ორიენტირებული ლეიბლის, WORKSHOP RECORDS-ის ღამე გაიმართება, რომელზეც გამოიცემიან:KASSEM MOSSE, EVEN YUELL, MOVE D, OZEL AB, MADTEO, REAGENZ და ა.შ ერთობლივი ლაივ პროექტით წარდგებიან WORKSHOP-ის დამაარსებელი LOWTEC და თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პროდიუსერი KASSEM MOSSE, მათთან ერთად დაუკრავენ BASSIANI / HOROOM-ის რეზიდენტები KVANCHI და MERCURRIO.


Please Login to buy tickets