BASSIANI/HOROOM: 28.06.19

RHYTHM BURO NIGHT: ERIC CLOUTIER, NA NICH, VERO, IGOR GLUSHKO, KOTE JAPARIDZE


Rhythm Büro-ს ისტორია 2015 წელს მცირე მასშტაბის წვეულებებით დაიწყო, რომელსაც Igor Glushko, Alexander Pavlenko (Na Nich) და Vera Logdanidi (Vero) აორგანიზებდნენ. კიევის სხვადასხვა არასტანდარტულ, მაგრამ წვეულებებისთვის საინტერესო სივრცეებში გამართულმა ღონისძიებებმა Zadig, Abdulla Rashim, Etapp Kyle, Eric Cloutier, Woo York, Artefakt და ელექტრონული მუსიკის სცენის ბევრ საინტერესო არტისტს უმასპინძლა, რის შედეგადაც Rhythm Büro ადგილობრივი ანდერგრაუნდ სცენის ერთ-ერთ საინტერესო პლატფორმად გადაიქცა. ორგანიზატორები მაქსიმალურად ცდილობდნენ ავთენტური და უსაფრთხო საკლუბო სივრცე შეექმნათ, რის გამოც წვულებების ლოკაციები ბოლო მომენტამდე საიდუმლოდ რჩებოდა. პერიოდულად Rhythm Büro-ს მასშტაბები გაიზარდა, რის გამოც მან საერთაშორისო სტატუსიც შეიძინა. ამის ლოგიკური გაგრძელება ლეიბლის შექმნა იყო, რომელმაც ზემოთხსენებული პლატფორმა უკრაინის ელექტრონული მუსიკის სცენის წამყვან ძალად გარდაქმნა.
BASSIANI და Rhythm Büro-ს თანამშრომლობა რამდენიმე წელია გრძელდება – მათი ერთობლივი ღონისძიებების სერიას კი ამჯერად დინამოს სტადიონის ქვეშ მდებარე კლუბი მასპინძლობს. ღონისძიების ერთ-ერთი სტუმარი Eric Cloutier იქნება. მიუხედავად იმისა, რომ Cloutier დეტროიტში დაიბადა, მას საკუთარი წარმომავლობით სტატუსის ამაღლება არასდროს უცდია, პირიქით – მუდმივად ცდილობდა, რომ “დეტროიტელი არტისტის” ჩარჩოს გაქცეოდა. კარიერის საწყის წლებში არტისტი სამუშაოდ ნიუ იორკში გადავიდა, სადაც ღონისძიებების სერიის The Bunker-ის სახე გახდა. თავდაუზოგავი შრომის და მუსიკისადმი განსაკუთრებული სიყვარულის დამსახურებით, ფირფიტების რიგითი კოლექციონერი წარმატებული დიჯეი გახდა, რომელმაც The Bunker-ის ჟღერადობის განსაზღვრაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
მოგვიანებით Cloutier ბერლინში გადავიდა, სადაც კარიერის კიდევ ერთი ეტაპი დაიწყო. 2016 წელს მან დაარსა ლეიბლი Palinoia, რომელსაც დღეისთვის 5 რელიზი აქვს გამოცემული, მათ შორის Cloutier-ის ორი EP – Heuristic და Apeirophobia. დეტროიტელი არტისტი ქართველ მსმენელს კარგად იცნობს, რაც იმის კიდევ ერთი გარანტია, რომ მას BASSIANI-ს საცეკვაო მოედანთან კომუნიკაცია ნამდვილად არ გაუჭირდება. მასთან ერთად Rhythm Büro-ს დამფუძნებლები , NA NICH და VERO დაუკრავენ.
Alexander Pavlenko, იგივე NA NICH პროექტის მთავარი სულის ჩამდგმელი და პლატფორმის ლეიბლის კურატორია. Rhythm Büro Records-ის პირველი ჩანაწერი სწორედ NA NICH და VERO-ს ერთობლივი კრებული TIME იყო. 4 კომპოზიციისგან შემდგარი ნამუშევარი Artefakt და Svreca-ს რემიქსებსაც მოიცავს. არტისტებმა ასევე ითანამშრომლეს ლეიბლის პირველ კომპილაციაზე RB 002, რომელიც ტრადიციული ტექნო ჟღერადობის გარდა ბრექბითის და ჰაუსის ელემენტებსაც შეიცავდა. NA NICH-ის სადებიუტო სოლო კრებული The Key შარშან, Luigi Tozzi-ს რემიქსთან ერთად გამოიცა.
Rhythm Büro-ს კიდევ ერთი კურატორი IGOR GLUSHKO კოტე ჯაფარიძესთან ერთად HOROOM-ის ოთახში დაუკრავს. GLUSHKO-ს მუსიკა მინიმალიზმით და მელოდიურ პასაჟებზე აქცენტით გამოირჩევა, რაც მის დიჯეი სეტებს ყოველთვის სახასიათოდდ აქცევს. რაც შეეხება კოტე ჯაფარიძეს, მისი პირველი მუსიკალური გამოცდილება 5 ბიტიანი ვიდეოთამაშების პოლიფონიურ საუნდტრეკებს და ჰიპ-ჰოპ ჩანაწერებს უკავშირდება. ელექტრონული ჟღერადობით მუსიკალური შვიდწლედის დასრულების შემდეგ დაინტერესდა. DJ EZ, BEN UFO, KARIZMA და განსაკუთრებით კი OTOR CITY DRUM ENSEMBLE-ს გავლენით მან გადაწყვიტა საკუთარი გემოვნება მსმენელისთვისაც გაეცნო.

00:00-03:00 VERA LOGANIDI
03:00-04:00 NA NICH (LIVE)
04:00-END ERIC CLOUTIER
00:00-04:00 KOTE JAPARIDZE
04:00-END IGOR GLUSHKO