BASSIANI/HOROOM: 29.03.19

CASSEGRAIN, ZITTO, HAMATSUKI, KOTE JAPARIDZE


PROLOGUE, INFRASTRUCTURE NEW YORK, M_REC LTD და BASSIANI RECORDS-ზე გამოცემული კომპოზიციები ნათლად აჩვენებს, რომ CASSEGRAIN თანამედროვე ტექნო სცენის განუყოფელი ნაწილია. ALEX TSIRIDIS და HÜSEYIN EVIRGEN-ის საერთო პროექტი მუსიკალურ სივრცეში აქტიურად 2010 წელს გამოჩნდა და დახვეწილი, გამოკვეთილი სტილის მქონე კომპოზიციების დამსახურებით ყურადღებაც მალევე მიიქცია. მიუხედავად იმისა, რომ ALEX და HÜSEYIN პერიოდულად სოლო ნამუშევრებსაც ავრცელებდნენ, CASSEGRAIN მაინც ის პროექტია, რომელმაც მათ განსაკუთრებული წარმატება მოუტანა.
საწყის წლებში გამოცემული რამდენიმე წარმატებული რელიზის შემდეგ, მუსიკოსებმა 2014 წელს სადებიუტო ალბომი CENTRES OF DISTRACTION გამოსცეს. PROLOGUE-ზე გამოსული ჩანაწერი არტისტებისთვის მკაფიო ტექნო მანიფესტი იყო, სადაც მათ თავისი მუსიკალური ორიენტაცია და ჟღერადობა თამამად დააფიქსირეს. ამას მალევე მოჰყვა თანამშრომლობა TIN MAN-თან, რის შემდეგაც არტისტებმა საკუთარი ლეიბლი ARCING SEAS დააფუძნეს, რომელზეც CASSEGRAIN-ის ჩანაწერები თავდაპირველად ანონიმურად გამოიცემოდა. მიუხედავად იმისა, რომ ისინი საკუთარი პლატფორმის ერთგულნი არიან, 2018 წელს, კომპილაციის ფარგლებში CASSEGRAIN-მა BASSIANI RECORDS-თან ითანამშრომლა და კომპოზიცია DEPARTURE SEVEN გაავრცელა. BASSIANI-ს მსმენელი მათ ძალიან კარგად იცნობს, რაც CASSEGRAIN-ის მიერ თბილისში დაკრული საინტერესო დიჯეი სეტების და ლაივების დამსახურება. ამჯერად კი მათი კომპანიონი კლუბის რეზიდენტი ZITTO იქნება, რომელსაც ქართველი მსმენელისთვის დიდი წარდგენა არ სჭირდება. CTM FESTIVAL, AMSTERDAM DANCE EVENT, CONCRETE, DRUGSTORE BEOGRAD, პეკინის LANTERN CLUB-სა და სხვა საინტერესო შემოქმედებით სივრცეებში დაკვრის შემდეგ აშკარაა, რომ ZITTO ლოკალური არტისტის კონტექტს გაცდა. თუმცა მუსიკისადმი უკომპრომისო მიდგომა და დაკვრის გამორჩეული სტილი მას თბილისის ტექნო სცენის ძალიან მნიშვნელოვან წარმომადგენლად აქცევს. მიუხედავად იმისა, რომ მის გემოვნებაზე ჰიპნოტური ტექნოს და დეტროიტის ტრადიციული ჟღერადობის გავლენა შეიმჩნევა, ZITTO მუსიკალურ ჩარჩოში მოქცევა შეუძლებელია. ის ყოველთვის ახერხებს სხვადასხვა მუსიკალური სივრცისთვის დამახასიათებელი სპეციფიკის ერთ კონტექსტში მოქცევას, რის გამოც მისი სეტების მოსმენა ყოველთვის ძალიან საინტერესოა.
HOROOM-ის ოთახი HAMATSUKI და KOTE JAPARIDZE-ს უმასპინძლებს. ადგილობრივი სცენის უდავოდ გამორჩეული პროდიუსერი HAMATSUKI დიდი ხანია კლუბის რეზიდენტი და შეუცვლელი ფიგურაა. შესაბამისად , გასაკვირი არ არის, რომ HOROOM RECORDS პირველ გამოცემაში FRANCIS HARRIS-ის გვერდით სწორედ მის კომპოზიციებს ვხვდებით. HAMATSUKI-ის მუსიკალური იდეები და ჟღერადობა წლების მანძილზე კარგად გამოიხატა GASP RECORDS, SENSU, ORION ARM და სხვა პლატფორმებზე გამოცემულ ჩანაწერებშიც, რის შემდეგაც ის ადგილობრივი სცენის მნიშვნელოვან წარმომადგენლად და ლაივ არტისტად იქცა. რაც შეეხება კოტე ჯაფარიძეს, HOROOM-ის ლოიალური მსმენელი მას მრავალფეროვანი, მელოდიური და ენერგიული სეტებით იცნობს. კოტეს პირველი მუსიკალური გამოცდილება 5 ბიტიანი ვიდეოთამაშების პოლიფონიურ საუნდტრეკებს და ჰიპ-ჰოპ ჩანაწერებს უკავშირდება. ელექტრონული ჟღერადობით ის მოგვიანებით, მუსიკალური შვიდწლედის დასრულების შემდეგ დაინტერესდა. 

00:00-04:00 ZITTO
04:00-END CASSEGRAIN
00:00-04:00 KOTE JAPARIDZE
04:00-END HAMATSUKI