BASSIANI/HOROOM: 29.11.19

HECTOR OAKS, VOISKI, HVL, ZITTO, CARLOS VALDES, NINASUPSA


BASSIANI-ს მთავარ სცენაზე HECTOR OAKS დაუკრავს, რომელიც კლუბის რეზიდენტი 2018 წელს გახდა და ამის შემდეგ მისი ყოველი ვიზიტი ნამდვილ დღესასწაულს წარმოადგენს. OAKS-ს მუსიკალური პალიტრის კონკრეტულ ჟანრობრივ ჩარჩოში შემოსაზღვრა შეუძლებელია, რადგან მარათონული სეტების განმავლობაში მადრიდელი არტისტი მსმენელს უამრავ სიახლეს და უცხო ჩანაწერებს სთავაზობს. არტისტი სადებიუტო ალბომი “AS WE WERE SAYING’’ წლის ბოლოს სწორედ BASSIANI RECORDS-ზე გამოიცა და ის კლუბის გარშემო განხორციელებულ მაისის მოვლენებს ეხმიანება. ევროპული ტექნო სცენისთვის განსაკუთრებული მოვლენაა VOISKI, რომელიც L.I.E.S, BASSIANI RECORDS, DELSIN, CONSTRUCT RE-FORM და სხვა მუსიკალურ პლატფორმებზე გამოცემული მუსიკით ადასტურებს, რომ მისი შემოქმედებითი არეალი საკმაოდ ფართო და მრავალფეროვანია. ჰიპნოტურ და ფუტურისტულ ტექსტურებზე აქცენტის მიუხედავად, VOISKI საკუთარ მუსიკას საცეკვაო მოედნებისთვის ადაპტურს ხდის, რის გამოც მისი შესრულება დინამიურობას და ენერგეტიკას არასდროს კარგავს.

 

ბოლო წლების გამორჩეულად წარმატებული ქართველი პროდიუსერი HVL როგორც BASSIANI-ს, ასევე HOROOM-ის საცეკვაო მოედანზე ერთნაირი წარმატებით ახერხებს მოცეკვავეებთან ურთიერთობას. ამჯერად ის კლუბის მთავარ საცეკვაო მოედანზე ლაივით ბრუნდება. მისი ალბომები OSTATI და RHYTHMIC SONATAS, რომლებოიც ბოლო წლების საინტერესო მუსიკალური ჩანაწერებია, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს HVL-ს უნარს ზოგად მუსიკალურ სტანდარტებში ადგილობრივი კულტურის ელემენტები გემოვნებიანად და ორიგინალურად შეიტანოს. ამ საინტერესო მუსიკალური შემადგენლობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ZITTO იქნება, არტისტი, რომელიც თანამედროვე ქართული საკლუბო სცენის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ფიგურაა. მისი, როგორც დიეჯის, მთავარი მახასიათებელია სივრცის და კონტექსტის სწორად დანახვა, რაც მას მსმენელთან ურთიერთობაში ძალიან ეხმარება. ZITTO-ს სეტები ძირითადა ჰიპნოტურ და ატმოსფერულ ტექნოზე ფოკუსრიდება, თუმცა კონკრეტული მომენტის გათვალისწინებით, ის ყოველთვის ახერხებს საჭირო ჟღერადობის პოვნას.

 

HOROOM-ის საცეკვაო მოედანი კი ამჯერად CARLOS VALDES-ს და KVANCHI-ს დაეთმობა. VALDES ამსტერდამელი დიჯეი, პრომოუტერი და ლეიბლის კურატორია, რომელიც დაახლოებით 20 წელია ადგილობრივი სცენის განვითარებაში თავის მნიშვნელოვან როლს თამაშობს. გარდა იმისა, რომ მისი პლატფორმა უამრავი ახალი და ნიჭიერი არტისტის საწყის ეტაპად იქცა, ცალკე საუბრის თემაა VALDES-ის დიჯეი სეტები. მუდმივად დივერსიფიცირებული სელექცია და მრავალფეროვანი მუსიკალური გამოცდილების გაზიარება ამსტერდამელი არტისტისთვის ნამდვილად ძლიერი მხარეა. NINASUPSA ქართველი დიჯეის, ნინა ბოჭორიშვილის მუსიკალური პროექტია. მუსიკასთან მისი ურთიერთობა ადრეულ ასაკში დაიწყო და როგორც თვითონ აღნიშნავს, მრავალფეროვანი და ხშირად რადიკალურად განსხვავებული ჟღერადობების მიმართ ინტერესი მისი გემოვნების ჩამოყალიბების უმთავრესი ფაქტორი გახდა.

00:00-03:00 ZITTO
03:00-04:00 HVL (LIVE)
04:00-05:00 VOISKI (LIVE)
05:00-END HECTOR OAKS
NINASUPSA 00:00-04:00
CARLOS VALDES 04:00-END