BASSIANI/HOROOM: 30.11.18

BASSIANI: Partok | Dr.Rubinstein
HOROOM: Zurkin | Lakuti & Tama Sumo

30 ნოემბერს, BASSIANI-ის საცეკვაო მოედანზე აღიარებული კლუბის, The Block-ის რეზიდენტი Partok და ბერლინში დაფუძებული დიჯეი Marina Rubinstein დაუკრავენ. Dr.Rubinstein-მა 2012 წლიდან დაიწყო ბერლინში მოღვაწეობა და თავისი ინდივიდუალიზმითა და გამორჩეული საშემსრულებლო ტექნიკით, მალევე შეძლო მუსიკალურ ინდუსტრიაში საკუთარი თავის დამოუკიდებლად დამკვიდრება და განსაკუთრებული ადგილის მოპოვება. ჰიპნოტური ეისიდი, 90-იანი წლებით შთაგონებული რეივი და ტექნო – ეს ის მახასიათებლებია, რაც Dr.Rubinstein-ის ენერგიულ სეტებს საინტერესოს ხდის.
HOROOM-ის ოთახში ადგილობრივი ჰაუს სცენის ნამდვილ ევანგელისტთან ZURKIN- თან ერთად, უნიკალური სელექტორი დიჯეები, Panorama Bar-ის სახელგანთქმული საკლუბო სერიის Finest Friday-ის კურატორები, Tama Sumo & Lakuti დაუკრავენ, რომლებიც სმენელს ორი შთამბეჭდავი მუსიკალური მიმდინარეობის, ტექნოსა და ჰაუსის თანხვედრას სთავაზობენ. მათი მუსიკალური კარიერა 90-იანი წლებიდან იწყება. Tama Sumo რეგულარულად უკრავდა ძველი OstGut-ის გეი და ლესბოსური ფართების სერიაზე – Dance with the Aliens, ხოლო 2004 წლიდან Panorama Bar / Berghain რეზიდენტი გახდა. Uzuri Recordings დამფუძნებელი, სამხრეთ აფრიკელი Leratho Kkathi, იგივე Lakuti მუსიკოსთან Alan “Portable” Abrahams-თან ერთად Süd Banner-ის სახელის ქვეშ 11 წლის განმავლობაში მართავდა წარმატებულ ანდეგრაუნდ ფართებს, ხოლო გავლენიან ლონდონის კლუბში Plastic People 1 წელი ეწეოდა საპრომოუტერო საქმიანობას.


BASSIANI
00:00-04:00 PARTOK
04:00-END DR.RUBINSTEIN
HOROOM
00:00-04:30 ZURKIN
04:30-END TAMA SUMO