BASSIANI/HOROOM: 31.12.18

ANTHONY LINELL, VOISKI, HVL, ZESKNEL, KANCHELI, NDRX, ZITTO, MERCURRIO, HAMATSUKI, KVANCHI, VOLRUPTUS, CADENCY


31 დეკემბერს BASSIANI როგორც კლუბისთვის, ასევე ქართული საკლუბო სცენისთვის ყველაზე რთულ და გამოწვევებით სავსე წელს შეაჯამებ. მუსიკალური შემადგენლობა მთლიანად იმ არტისტებზე ორიენტირდება, რომელთაც კლუბის იდენტობის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული როლი ითამაშეს და დღემდე აქტიურად იცავენ იმ ღირებულებებს, რომელსაც BASSIANI ატარებს.

 ANTHONY LINELL იგივე ABDULLA RASHIM ის იშვიათი არტისტია, რომელსაც BASSIANI-ის 5 წლიანი ისტორიის ყველა ეტაპზე კლუბის იდენტობის განსაზღვრაში თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა. ლეიბლი NORTHERN ELECTRONICS, რომლის საღამოებსაც BASSIANI პერიოდულად მასპინძლობს, ის მთავარი პლატფორმაა, სადაც LINELL-ის მუსიკალური პრიორიტეტები კარგად გამოიკვეთა. VARG-თან ერთად დაარსებული ლეიბლი ტექნოსა და ექსპერიმენტული ელექტრონული ჟღერადობის გადაკვეთის წერტილებზე ორიენტირდება და ეს ზუსტად ის სივრცეა, სადაც შვედი არტისტი თავს ყველაზე კომფორტულად გრძნობს. ევროპული ტექნო სცენისთვის განსაკუთრებული მოვლენაა VOISKI, რომელიც L.I.E.S, BASSIANI RECORDS, DELSIN, CONSTRUCT RE-FORM და სხვა მუსიკალურ პლატფორმებზე გამოცემული მუსიკით ადასტურებს, რომ მისი შემოქმედებითის არეალი საკმაოდ ფართო და მრავალფეროვანია. ჰიპნოტურ და ფუტურისტულ ტექსტურებზე აქცენტის მიუხედავად, VOISKI საკუთარ მუსიკას საცეკვაო მოედნებისთვის ადაპტურს ხდის, რის გამოც მისი შესრულება დინამიურობას და ენერგეტიკას არასდროს კარგავს. ბოლო წლების გამორჩეულად წარმატებული ქართველი პროდიუსერი HVL როგორც BASSIANI-ის, ასევე HOROOM-ის საცეკვაო მოედანზე ერთნაირი წარმატებით ახერხებს მოცეკვავეებთან ურთიერთობას. ამჯერად ის კლუბის მთავარ საცეკვაო მოედანზე ბრუნდება. წლის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მუსიკალური ჩანაწერი OSTATI, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს HVL-ის უნარს ზოგად მუსიკალურ სტანდარტებში ადგილობრივი კულტურის ელემენტები გემოვნებიანად და ორიგინალურად შეიტანოს.

კიდევ ერთი არტისტი, რომელიც ქართული კულტურისთვის დამახასიათებელ შტრიხებს მუდმივად მიმართვას, ზუკა ბაბუნაშვილი, იგივე ZESKNELI არის. მისი დიჯეი სეტები და ცოცხალი შესრულებები ძირითადად ტექნო მუსიკაზე ფოკუსირდება, თუმცა აშკარაა, რომ მისი ჟანრობრივი არეალი ბევრად დიდ მასშტაბს მოიცავს. სწორედ ამიტომ ZESKNELI სტუდიაში და კლუბებშიც მუდმივად ექსპერიმენტირებს და ამ პროცესში მსმენელს მრავალფეროვან გამოცდილებებს სთავაზობს. KANCHELI, NDRX და ZITTO – მიუხედავად იმისა, ვინ არის კლუბის სტუმარი, ყველამ იცის, რომ სივრცის ნამდვილი ჯარისკაცები სწორედ ეს არტისტები არიან და შესაბამისად ბოლო სიტყვაც ყოველთვის მათ ეკუთვნით. B2B2B ფორმატში მათი მოსმენა მსმენელმა RA 24/7 | TBILISI-ს ფარგლებში შეძლო, სადაც არტისტებს შორის ჰარმონიული კოლაბორაცია თითოეული მათგანის უნიკალური მახასიათებლების დაკარგვის გარეშე მივიღეთ. HOROOM-ის ოთახში CADENCY ბრუნდება. HECTOR OAKS ამ პროექტით კლუბის რეზიდენტი სწორედ 2018 წელს გახდა და ამის შემდეგ მისი ყოველი ვიზიტი ნამდვილ დღესასწაულს წარმოადგენს. CADENCY-ს მუსიკალური პალიტრის კონკრეტულ ჟანრობრივ ჩარჩოში შემოსაზღვრა შეუძლებელია, რადგან მარათონული სეტების განმავლობაში მადრიდელი არტისტი მსმენელს უამრავ სიახლეს და უცხო ჩანაწერებს სთავაზობს. არტისტი სადებიუტო ალბომი AS WE WERE SAYING წლის ბოლოს სწორედ BASSIANI RECORDS-ზე გამოიცა და ის კლუბის გარშემო განხორციელებულ მაისის მოვლენებს ეხმიანება. იმავე საღამოს HOROOM-ში HAMATSUKI და VOLRUPTUS-ის ცოცხალი შესრულებები შედგება. VOLRUPTUS ისლანდიელი წარმოშობის გერმანიში დაფუძნებული არტისტია, რომელიც 2016 წლის შემდეგ აქტიურად გამოსცემს მუსიკას, მათ შორის NINA KRAVIZ-ის ლეიბლზე TRIP. მუსიკოსი აქცენტს ესიდ ჟღერადობასა და ელექტრო მუსიკის სპეციფიკაზე აკეთებს. რაც შეეხება HAMATSUKI-ის, მსმენელს მისი დიდი წარდგენა არ სჭირდება. LO-FI ჰაუს ჟღერადობის ყველაზე პოპულარული ქართველი წარმომადგენელი დიდი ხანია HOROOM-ის რეზიდენტი და შეუცვლელი ფიგურაა. KVANCHI და MERCURRIO-ს B2B სეტი ამ საცეკვაო მოედნის კულმინაცია იქნება. მუსიკალური თუ სტილისტური განსხვავებების მიუხედავათ, მათი ერთობლივი შესრულება ყოველთვის ჰარმონიულობით და თანმიმდევრულობით გამოირჩევა.


BASSIANI
00:00-02:30 HVL
02:30-03:30 ZESKNEL (LIVE)
03:30-04:30 ANTHONY LINELL (LIVE)
04:30-05:30 VOISKI (LIVE)
05:30-END NDRX B2B KANCHELI B2B ZITTO
HOROOM
00:00-04:00 KVANCHI B2B MERCURRIO
04:00-05:00 HAMATSUKI (LIVE)
05:00-06:00 VOLRUPTUS (LIVE)
06:00-END CADENCY