BASSIANI/HOROOM: 31.12.19

DVS1, NEWA, NDRX B2B KANCHELI B2B ZITTO, MARQUIS HAWKES, KVANCHI, MERCURRIO, ZESKNEL (live)


31 დეკემბერს, ახალი წლის ღამეს, კლუბში BASSIANI თანამედროვე ტექნო სცენის ერთ-ერთი ყველაზე უკომპრომისო და გავლენიანი არტისტი, ლეიბლების Hush და Mistress Recordings-ის დამფუძნებელი DVS1 დაუკრავს. Zak Khutoretsky ელექტრონული მუსიკის სფეროში ამერიკაში, კერძოდ კი მინეაპოლისში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ ჩაერთო, როდესაც მან ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაიწყო ანდერგრაუნდ ღამეების ორგანიზება. DVS1 აღნიშნავს, რომ განსხვავებით დიდი ქალაქებისგან, სადაც შედარებით რთულია კონკრეტული, განსაზღვრული ესთეტიკის ჩარჩოების დანახვა, საუნდის თვალსაზრისით მინეაპოლისი ყოველთვის განსაკუთრებული იყო. „შესაძლოა ბალახი მეორე მხარეს ყოველთვის უფრო მწვანე ჩანს, მაგრამ მე მჯერა, რომ შენ უნდა შექმნა რაღაც ისეთი, რაც დაკავშირებულია იმ კონკრეტულ სივრცესთან, რომლის ნაწილიც თავად ხარ.“ სწორედ მინეაპოლისი იყო ის ადგილი, სადაც Zak-მა თავისი პირველი ნაბიჯები გადაგდა მუსიკის სამყაროში. ხშირად ეს ნაბიჯები არალეგალურ საქმიანობასაც მოიცავდა, რის გამოც მას ხშირად უწევდა პოლიციასთან და ქალაქის მთავრობასთან გამკლავება, თუმცა ვენიუების ხშირად ცვლის მიუხედავად ის მაინც ახერხებდა მისთვის საყვარელი ფართების მოწყობას. მუსიკისადმი მისი ასეთი ვნება სხვადასხვა მიმართულებით გავრცელდა, შესაბამისად ანდერგრაუნდ ფართების ორგანიზების გარდა ის დაინტერესებული

იყო ვინილების შეგროვებით, დიჯეინგით და ხმის რეჟისურითაც, რამაც წლებთან ერთად კიდევ უფრო მკვეთრად იჩინა თავი. არტისტის თქმით უფრო მეინსტრიმული სივრცისგან განსხვავებით, დღეს გართობასა და ხელოვნებას შორის უკეთესი ბალანსი სწორედ ანდერგაუნდშია. დიდი გამოცდილების, პრაქტიკის და კარგი საშემსრულებლო ტექნიკის წყალობით DVS1-ის, როგორც დიჯეის რეპუტაცია ეჭვქვეშ არასდროს დამდგრა, თუმცა მოგვიანებით ის მუსიკის წერითაც დაინტერესდა, რაც ცალკე გამოწვევა აღმოჩნდა ამერიკელი არტისტისთვის. 

მის გარდა, Bassiani-ს საცეკვაო მოედნისთვის ტექნო სცენის კიდევ  წარმატებული ფიგურა და ადგილობრივი სცენის სიამაყე Newa დაუკრავს. კლასიკური მუსიკალური განათლების მქონე პროდიუსერი საკუთარ მუსიკას წარმატებით გამოსცემს ისეთ პლატფორმებზე, როგორიც არის: Bassiani Records, Klockworks, Semantica და ა.შ. Newa სისტემატიურად მონაწილეობს Ben Klock-ის მიერ დაარსებულ აუდიო-ვიზუალური ღონისძიებების სერიაში Photon. DVS1 და NEWA-ს კლუბის კიდევ 3 რეზიდენტი, NDRX, Zitto და Kancheli შეუერთდებიან, რომლებიც ამჯერად B2B2B სეტს დაუკრავენ. დღეს ისინი არა მხოლოდ ადგილობრივი ტექნო სცენის მამოძრავებელი ძალად მიიჩნევიან, არამედ საერთაშორისო სცენის წარმატებული დიჯეებიც არიან, რაც პირველ რიგში არტისტების ინდივიდუალისტური ხედვით და დაკვრის განსაკუთრებული სტილით არის განპირობებული. მათი B2B2B სეტი განსაკუთრებით საინტერესო მოსასმენია, რადგან თითოეული მათგანი მუსიკალური გამოცდილება და გემოვნება ერთობლივად ძალიან შთამბეჭდავ სინთეზს ქმნის. MARQUIS HAWKES-ს შემოქმედება იმის კარგი მაგალითია, თუ როგორ უნდა გაერთიანდეს კლასიკური ჰაუს მუსიკის ჟღერადობა თანამედროვე ელექტრონული მუსიკის ტექსტურებთან. 2012 წელს გლაზგოში დაფუძნებულ DIXON AVENUE BASEMENT JAMS-ზე დაწყებულმა კარიერამ თავის მწვერვალს HOUNDSTOOTH-ზე მიაღწია, სადაც არტისტმა ორი სტუდიური ალბომი SOCIAL HOUSING და THE MARQUIS OF HAWKES გამოსცა. მისთვის განსაკუთრებული გამოწვევა HOROOM RECORDS-თან თანამშრომლობა აღმოჩნდა, რის ფარგლებშიც არტისტმა ქართული მითოლოგიის სიღრმეებში შეაბიჯა და 3 ორიგინალური ნაწარმოები შემოგვთავაზა. თითოეული ნამუშევარი ქართული კოსმოლოგიის სხვადასხვა სივრცეებს მიემართება და მუსიკალური ტექსტურების საშუალებით სრულყოფილად აღწერს არტისტის შემოქმედებით ინტერპრეტაციებს. მიუხედავად იმისა,რომ  კრებულის თემატიკა ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძალიან სპეციფიკურ თემებს ეხება, შედეგი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, როგორც არტისტისთვის, ასევე ლეიბლისთვის. თორნიკე კვანჭიანი, იგივე KVANCHI ქართველი პროდუსერი, დიჯეი და ასევე ლეიბლ BASSIANI RECORDS-ის კურატორია. მას როგორც ზემოთხსენებული ლეიბლის, ასევე HOROOM-ის სივრცის ჟღერადობის განსაზღვრაში დიდი წვლილი მიუძღვნის. დივერსიფიცირებული გემოვნება და სტილის განსაკუთრებული შეგრძნება მისი დიჯეის სეტების მთავარი დამხასიათებელი ნიშანია. მასთან ერთად კლუბის რეზიდენტი Mercurrio დაუკრავს, რომელიც მუდმივად ხაზს უსვამს, რომ შემოქმედებითი საქმიანობაში მთავარი ფაქტორი განვითარების მუდმივი პროცესი და ზედმეტ შეზღუდვებზე უარის თქმაა. შესაბამისად ის ყოველთვის ცდილობს, რომ მისი მუსიკა დივერსიფიცირებული და მრავალფეროვანი იყოს. მისთვის ასევე განსაკუთრებით  მნიშვნელოვანია საცეკვაო მოედანთან ადაპტირების და ინტერაქციის ფაქტორი, რადგან, როგორც თავად აღნიშნავს, მსმენელთან უშუალო ურთიერთობისას მიღებული ენერგია ყოველთვის განსაკუთრებულია. ზუკა ბაბუნაშვილის პროექტი ZESKNEL ქართველი არტისტის ფართო მუსიკალური სპექტრის ერთ-ერთი საინტერესო გამოვლინებაა, რაც მსმენელს საცეკვაო მოედნისთვის ადაპტურ და მრავალფეროვან ცოცხალ შესრულებას სთავაზობს.


00:00-03:00 NEWA
03:00-07:00 DVS1
07:00-END NDRX B2B KANCHELI B2B ZITTO
00:00-04:00 MERCURRIO
04:00-05:00 ZESKNEL (LIVE)
05:00-08:00 MARQUIS HAWKES
08:00-END KVANCHI