Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 31.12.14

BASSIANI NEW YEAR: ■ TOBIAS LIVE ■ MOOMIN ■ VAKULA ■ HVL ■ ZURKIN ■ NEWA


TOBIAS. – გერმანელი ტექნო პროდუსერი, Berghain/Panorama Bar კლუბის ოჯახის წევრი და რეზიდენტ DJ. მისი მუსიკალური კარიერა 80′ წლების პირველი ნახევრიდან იწყება და თანაავტორია ისეთი პროექტების, როგორიცაა ODD MACHINE (Ricardo Villalobos, Max Loderbauer, Tobias), Atom™ & Tobias, Metazone, Phobia და ა.შ Tobias Freund სათავეში უდგას ლეიბლს Non Standard Production, რომელიც დაარსების დღიდან ღიაა არასტანდარტული და ექპერიმენტული მუსიკალური პროექტებისთვის. Tobias Freund-ს ეკუთვნის სამი სტუდიური ალბომი, ორი ბერლინურ ლეიბლზე Ostgut Ton, ხოლო პროექტი Atom™&Tobias კი იაპონურ ლეიბლზე Mule Musiq არის გამოცემული,.


VAKULA – უკრაინელი მუსიკოსი 2008 წელს გამოჩნდა ლონდონურ ლეიბლ Uzuri Records-ზე და განსხვავებული ჟღერადობის გამო მალევე მიიქცია ყურადღება.


MOOMIN – თანამედროვე ჰაუს სცენის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია, რომლის მუსიკაც მელოდიური ჯაზისა და სოულ თემების სინთეზით გამოირჩევა. MOOMIN სადებიუტო ალბომი „The Story About You“ 2011 წელს Smallville Records-ზე გამოვიდა.


HVL – გიგი ჯიქია DJ და პროდიუსერი, მისი ტრეკები გამოდის ისეთ ლეიბლებზე როგორიცაა: Rough House Rosie, Housewax, Voyager, Perpetual Rhythms, Flyance Records.


ZURKIN – ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი DJ რომლის სეტებიც ყოველთვის მრავალფეროვანი სელექციით ხასიათდება.


NEWA – ანა კუბლაშვილი, ქართველი DJ/პროდიუსერი, ტექნოს ქართველ მსმენელებში დიდი სიმპატიებით სარგებლობს, მან ელექტრონული მუსიკის დაჯილდოების ცერემონიალზე – “ელექტრონავტი 2013″ საუკეთესო EP-ის ნომინაციაში გაიმარჯვა.


VISUALS BY GIORGI MOZGOVOI


 

 


Promo Links

Please Login to buy tickets