Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 03.10.14

KASSEM MOSSE Live  ■VRIL live ■ALIEN RAIN Live /MILTON BRADLEY/ ■KOBOSIL ■3SULI Live  ■KANCHELI


KASSEM MOSSE – იგივე Gunnar Wendel, რომელსაც თანამედროვე ელექტრონული მუსიკის მსმენელისთვის წარდგენა არ ჭირდება. თავისი რეპუტაციით როგორც პროდიუსერი და ლაივ შემსრულებელი უკვე მე-8 წელია ანდერგრაუნდ სცენაზე ერთგვარ მისტიურ პიროვნებად რჩება. Workshop სერიებიდან მისი კომპლექსური რელიზი 2014 წელს გამოვიდა, აბსტრაქტული ჟღერადობის ტექნოსა და ჰაუსის სინთეზი პირველვე მოსმენისთანავე დაგამახსოვრდებათ და თქვენს ფლეილისტშიც შესაბამის ადგილს დაიკავებს.


ALIEN RAIN – გერმანელი პროდიუსერი, იგივე Milton Bradley დიდიხანია რაც ეისიდ ტექნოს მოყვარულთა თვალთახედვის არეში მოექცა, მისი ლაივ პერფორმანსები გამოირჩევა ღრმა ინდუსტიალ ჟღერადობითა და მონოტონური რითმსექციით.


VRIL – ტექნო არტისტი ჰანოვერიდან, 2010 წლიდან მისი რელიზები სხვადასხვა ლეიბლებზე გამოიცემა. 2014-ში ჯერ DELSIN RECORDS-ზე შემოგვთავაზა EP, შემდეგ კი FORUM-ზე სადებიუტო ალბომი სახელწოდებით TORUS. მისი ბოლო ნამუშევარი გამოირჩევა რბილი ამბიენთ ჟღერადობით, რასაც კარგად აქვს შეთავსებული მძიმე ტექნოს რითმი.


KOBOSIL: KOBOSIL: გერმანელი ტექნო DJ და პროდიუსერი Max Kobosil, Ostgut Ton-ის ოჯახის წევრი და კლუბ Berghain-ის რეზიდენტია. პირველი ტრეკი, რომელმაც აღიარება მოუტანა იყო 2013 წელს გამოსული Barker & Baumaker -ის რემიქსი, რასაც მოჰყვა დამოუკიდებლად გამოცემული EP-ი RK3 და Ostgut-ის სუბლეიბლის(Unteron) ოთხ ტრეკიანი რელიზი. მისი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი 2014 წლიდან იწყება, როდესაც Max-ი Ostgut Ton-ის და Marcel Dettmann Records-ის ერთ-ერთ წარმატებული და იმედისმომცემი წარმომადგენელი ხდება. 2016 წლის დასაწყისში O-ton-ზე გამოვიდა Kobosil-ის სადებიუტო ალბომი We Grow, You Decline , რომელშიც კარგად არის გამოხატული არტისტის მუსიკალური არჩევანი და ჟღერადობა. Kobosil-ის მუსიკა, რომელიც მძიმე ატმოსფერული და ემბიენტ ჟღერადობით ხასიათდება, გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრა ბერლინის ტექნო სცენაზე. მის სეტებში, რომელიც ერთდროულად ემოციური და ექსპრესიულია, კლასიკურ ტექნოსთან ერთად ბევრი სიახლის მოსმენაც არის შესაძლებელი.


3SULI: თბილისური ტრიო, რომელმაც თავი მსმენელს არაერთხელ დაამახსოვრა. მათი ტრეკები გაჟღენთილია მსუყე დაბით, რასაც დინამიკას ღრმა ბასსგრუვი აძლევს.


KANCHELI –  ერთ-ერთი გამორჩეული ადგილობრივი პროდიუსერი და დიჯეი.


განათებას, ვიზუალურ მხარეს და ვიდეო პროექციას სტუდია Licht Pfad უზრუნველყოფს, კერძოდ, STANISLAV GLAZOV, რომელიც მუშაობდა ისეთ წარმატებულ ფესტივალზე, როგორიცაა Berlin Atonal, კლუბებში Monasterio, Arma 17 და სხვა.

 


Promo Links

Please Login to buy tickets