Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 20.03.15

BASSIANI: MARCO SHUTTLE | FLORIAN KUPFER | ZURKIN | HVL | KANCHELI


MARCO SHUTTLE: ლონდონში მოღვაწე, წარმოშობით იტალიელი DJ, პროდიუსერი და პრომოუტერი. კარიერა თინეიჯერობის ასაკში ვენეციასთან მდებარე პატარა ქალაქ ტრევიზოში, ლოკალურ ანდერგრაუნდ სივრცეში დაიწყო. ლონდონში გადასვლის შემდეგ მარკო მონაწილე იყო ლეგენდარული SÜD ELECTRONIC ფართების. რაც შეეხება მის მუსიკას, მას ახასიათებს მძიმე და ღრმა აბსტრაქტული ჟღერადობა, ხშირ შემთხვევაში ძლიერი პერკუსიული ჩანართებიც. 2014 წელს მის ანგარიშზეა ალბომი სახელწოდებით VISIONE რომელიც DONATO DOZZY- სთან კოლაბორაციული ტრეკით იხსნება და ასევე EP ისეთ ლეიბლზე როგორიც არის THE BUNKER NEW YORK.


FLORIAN KUPFER: გერმანელი არტისტი, რომელიც რელიზებს გამოსცემს ისეთ ლეიბლებზე, როგორებიცაა: L.I.E.S., RUSSIAN TORRENT VERSIONS. 2015 წელს კი WILLIE BURNS-ის ლეიბლ WT RECORDS-ზე შემოგვთავაზა ახალი EP “I FEEL YOU”. FLORIAN KUPFER-ის მუსიკას ორიგინალური ხელწერა გააჩნია, რაც მის ტრეკებს სპეციფიური ჟღერადობით გამოარჩევს.


KANCHELI: ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი პროდიუსერი და DJ.


HVL: კლუბ BASSIANI-ის და HOROOM-ის რეზიდენტის, გიგი ჯიქიას პროექტი. მსმენელი მას Okinawa Lifestyle-დან იცნობს, რომელიც 2009 წელს შეიქმნა და 5 რელიზის გამოცემაც მოასწრო. მისი სოლო კარიერა 2013 წელს, კიოლნში დაარსებულ პლატფორმა Rough House Rosie-ზე Deep Survey EP-ით დაიწყო, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. მალევე მოჰყვა რელიზი Flats ლეიბლზე Voyager. 2013 წელს ელექტრონული მუსიკის და ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოვების ცერემონიალზე HVL წლის ელექტრონავტად დასახელდა. 2 წლის შემდეგ, Rough House Rosie-ზე იგი ახალი რელიზით Lucky Star Of High Minded EP-ით დაბრუნდა, ხოლო მისი უკანასკნელი Persona Non Grata EP გასულ წელს გამოვიდა ლეიბლზე Linear Movement. BASSIANI RECORDS-ზე გამოცეულმა ეისიდ-ტექნო ჟღერადობის ტრეკმა – Elegance Within The Chaos მოკლე დროში მოახერხა აღიარების მოპოვება. HVL-ის მუსიკის რომელიმე კონკრეტულ ჟანრში მოქცევა რთულია, რადგან იგი მუდმივად ეძებეს სიახლეებს და არ ერიდება ექსპერიმენტებს. დღესდღეობით HVL ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული და წარმატებული არტისტია.


ZURKIN: ქართველი DJ რომლის სეტებიც ყოველთვის მრავალფეროვანი სელექციით ხასიათდება


Promo Links

Please Login to buy tickets