Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 31.10.14

■ VIRGINIA ■ PORTABLE AKA BODYCODE LIVE ■ ZURKIN ■ HVL


VIRGINIA – ელექტრონული მუსიკის პროდუსერი, DJ და ვოკალისტი. აღიარებული ლეიბლის OSTGUT TON-ის და BERGHAIN/PANORAMA BAR-ის ოჯახის წევრი. VIRGINIA-ს ხმა ხშირად გვხვდება STEFFI-ს ტრეკებში, რომელიც მსუბუქი დიფჰაუს ჟღერადობით გამოირჩევა.


PORTABLE – ალან აბრაამსი იგივე BODYCODE, წარმოშობით ქალაქ კეიპთაუნიდანაა, თუმცა მთელი ცხოვრება სხვადასხვა ქალაქებში მოგზაურობს. ალანმა PORTABLE-ის სახელით ლონდონში დაიწყო მუსიკის შექმნა, რომელიც ექსპერიმენტალური პროექტია ძლიერი აფრიკული რითმებითა და გამორჩეული ვოკალით. ამჟამად ბერლინში ცხოვრობს და ელექტრონული მუსიკის ფროდაქშენით აქტიურად არის დაკავებული.


ZURKIN – ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი DJ, მისი სეტები ყოველთვის მრავალფეროვანი სელექციით ხასიათდება.


HVL: კლუბ BASSIANI-ის და HOROOM-ის რეზიდენტის, გიგი ჯიქიას პროექტი. მსმენელი მას Okinawa Lifestyle-დან იცნობს, რომელიც 2009 წელს შეიქმნა და 5 რელიზის გამოცემაც მოასწრო. მისი სოლო კარიერა 2013 წელს, კიოლნში დაარსებულ პლატფორმა Rough House Rosie-ზე Deep Survey EP-ით დაიწყო, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად. მალევე მოჰყვა რელიზი Flats ლეიბლზე Voyager. 2013 წელს ელექტრონული მუსიკის და ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოვების ცერემონიალზე HVL წლის ელექტრონავტად დასახელდა. 2 წლის შემდეგ, Rough House Rosie-ზე იგი ახალი რელიზით Lucky Star Of High Minded EP-ით დაბრუნდა, ხოლო მისი უკანასკნელი Persona Non Grata EP გასულ წელს გამოვიდა ლეიბლზე Linear Movement. BASSIANI RECORDS-ზე გამოცეულმა ეისიდ-ტექნო ჟღერადობის ტრეკმა – Elegance Within The Chaos მოკლე დროში მოახერხა აღიარების მოპოვება. HVL-ის მუსიკის რომელიმე კონკრეტულ ჟანრში მოქცევა რთულია, რადგან იგი მუდმივად ეძებეს სიახლეებს და არ ერიდება ექსპერიმენტებს. დღესდღეობით HVL ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიული და წარმატებული არტისტია.


VISUALS – WILLIS ACID

 

 


Promo Links

Please Login to buy tickets