BASSIANI/ZENAARI: 05.03.2019

PUCE MARY, SSEQ


5 მარტს, ZENAARI-ის სტუმარი, კოპენჰაგენის ექსპერიმენტული სცენის წარმომადგენელი, მუსიკოსი და საუნდ არტისტი FREDERIKKE HOFFMEIER იქნება – სოლო პროექტით Puce Mary, რომელიც ძირითადად ინდუსტრიული და ნოიზ ჟღერადობით ხასიათდება.

არტისტმა შემოქმედებითი მოღვაწეობის პირველი ნაბიჯები posh isolation-თან ერთად გადადგა და საბოლოოდ, LOKE RAHBEK და Christian Stadsgaard-ის მიერ დაფუძნებული პლატფორმა მისთვის მშობლიურ სივრცედ იქცა. განსაკუთრებული წარმატება 2013-14 წლებში სწორედ ამ ლეიბლზე გამოცემულ ალბომებს, SUCCESS და PERSONA-Ს უკავშირდება. ამ ჩანაწერებში არტისტმა საინტერესოდ და მკაფიოდ გამოხატა საკუთარი შემოქმედებითი ორიენტაციები, რამაც საბოლოოდ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია როგორც მის, ასევე ლეიბლის კატალოგზე.

POSH ISOLATION-ზე გამოცემული სოლიდური დისკოგრაფიის შემდეგ PUCE MARY-მ ახალი გამოწვევის სახით BILL KOULIGAS-ის PAN-თან თანამშრომლობა გადაწყვიტა, რის შედეგად 2018 წელს ექსპერიმენტული ჩანაწერი THE DROUGHT გამოსცა. THE DROUGHT-ის მთავარი გამოწვევა ვოკალის, როგორც მუსიკალურ ინსტრუმენტად გამოყენების მცდელობა იყო. არტისტი წარმატებით შეეცადა სხვადასხვა ექსპერიმენტის გზით მიღებული ბგერები ერთიან კონცეპტუალურ სივრცეში მოექცია და ემოციურად თუ ტექნიკურად საინტერესო განაცხადი გაეკეთებინა. ეს განაცხადი კი არ რჩება მხოლოდ სტუდიურ სივრცეში, PUCE MARY იგივეს ცოცხალ გარემოშიც ახერხებს.

დანიელ მუსიკოსთან ერთად ZENAARI-ის მსმენელის წინაშე დუეტ Body Thrills-ის წევრი ბექა უნგიაძე წარდგება, სოლო პროექტით Sseq.


Please Login to buy tickets