BASSIANI / ZENAARI: 06.04.2019

YVES TUMOR


შაბათს 6 აპრილს ZENAARI ის მორიგ საღამოზე , Bassiani ის სცენას , მსოფლიო ტურნეს ფარგლებში , თანამედროვე ექსპერიმენტული სცენის ვარსკვლავი Yves Tumor ეწვევა . მუსიკოსი მსმენელის წინაშე ფსიქოდელიური ესთეტიკით გაჯერებული ლირიული კომპოზიციებით წარდგება. 

SEAN BOWIE-მ სასცენო სახელით Yves Tumor პირველი ნაბიჯები ცნობილ ქვიარ მუსიკოს, MYKKI BLANCO სთან ერთად გადადგა , როდესაც ის ამ უკანასკნელმა თავის ტურნეში წაიყვანა, რამაც კარიერის საწყის ეტაპზე მყოფ არტისტს მნიშვნელოვანი შემოქმედებითი ბიძგი მისცა. 

სადებიუტო ალბომი SERPENT MUSIC კი გარდამტეხი აღმოჩნდა მისი მუსიკალური ხედვის განსაზღვრისთვის . მასში ასახული ჟანრობრივი მრავალფეროვნება , ინდუსტრიული – ნოიზ ესთეტიკიდან პოპ ექსპერიმენტებამდე, მისი სავიზიტო ბარათი გახდა. ამის შემდეგ YVES TUMOR-მა კომპილაციურ ალბომ EXPERIENCING THE DEPOSIT OF FAITH ზე იმუშავა, სადაც ემბიენტისა და დაუნტემპოს მიმართულებებსაც გაუსინჯა გემო. 

დღეისათვის უკანასკნელი ჩანაწერი SAFE IN THE HANDS OF LOVE კი ლეგენდარულ WARP RECORDS-ზე გამოიცა და კრიტიკოსების მიერ წლის ერთ-ერთ საუკეთესო ალბომად შეფასდა. ჩანაწერში არტისტი მნიშვნელოვან აქცენტებს კომპოზიციების ლირიკულობაზე აკეთებს და ინსტრუმენტული ნაწილის გარდა შესანიშნავი ვოკალით და საინტერესო ტექსტებით გვევლინება.

Please Login to buy tickets