BASSIANI/ZENAARI: 06.10.18

BASSIANI იწყებს ექსპერიმენტული და ელექტროაკუსტიკური მუსიკის სერიებს სახელწოდებით ZENAARI.
6 ოქტომბერს, ამერიკელ კომპოზიტორს, მულტიინსტრუმენტალისტსა და ავანგარდული მუსიკის საკულტო ფიგურას უილიამ ბასინსკის ვუმასპინძლებთ, რომელსაც მუსიკალური კრიტიკოსები ხმის მოქანდაკესაც უწოდებენ. ბასინსკის 30 წლის მანძილზე 24 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. კომპოზიტორის ყველაზე ცნობილ ნამუშევრებად , ალბომები Watermusic და შედევრად აღიარებული Disintegration Loops ითვლება, ეს უკანასკნელი 9/11 ტრაგედიას მიეძღვნა. მუსიკოსი კომპოზიციებს მის მიერ დაფუძნებულ 2062 records-ზე გამოსცემს, თუმცა თანამშრომლობს ისეთ ღირსეულ ლეიბლებთანაც, როგორიცაა: Raster-Noton, Temporary Residence Ltd.
მასთან ერთად დაუკრავს ელექტროაკუსტიკური მუსიკის პროექტი საქართველოდან Metastasis , რომელიც ექსპერიმენტული ემბიენტ ჟღერადობისა და აკუსტიკური იმპროვიზაციის სინთეზს წარმოადგენს.

Please Login to buy tickets