BASSIANI/ZENAARI: 17.11.18


BASSIANI აგრძელებს ექსპერიმენტული და ელექტროაკუსტიკური მუსიკის სერიებს, სახელწოდებით ZENAARI. 17 ნოემბერი საქართველოში მოღვაწე არტისტებს დაეთმობა. პირველი სტუმარი თორნიკე მარგველაშვილის მელანქოლიური ემბიენტ ჟღერადობით გამორჩეული პროექტი Mess_montage-ია, რომელმაც 2018 წლის Red Bull Music Academy-ის ფარგლებში ბერლინის ლეგენდარულ კლუბ Tresor.Berlin (OFFICIAL)-ში შეასრულა ცოცხალი პერფორმანსი.მეორე სტუმარი ამერიკელი ეთნო-მუსიკოლოგი და კომპოზიტორი Ben Wheeler-ია , რომელიც ბოლო წლებია თბილისში ცხოვრობს და აქტიურადაა ჩართული კავკასიის რეგიონის ფოლკლორული გარემოს კვლევაში და ამასთან ერთად ექსპერიმენტული ელექტრონული მუსიკის შექმნითაა დაკავებული. მისი კომპოზიცები მრავალფეროვანი ანალოგური მოწყობილობებით ტრანსფორმირებული ხმებია, რომელიც ხშირად ფოლკლორული მუსიკის შთაგონებით იქმნება .

Promo Links

Please Login to buy tickets