BASSIANI/ZENAARI: 26.01.19

BASSIANI/ZENAARI: STEVE HAUSCHILDT, NUM


26 იანვარს, ZENAARI-ის სტუმარია, თანამედროვე ექსპერიმენტული სცენის მნიშვნელოვანი ფიგურა, ამერიკელი კომპოზიტორი Steve Hauschildt. აღიარებული ტრიო Emeralds-ის დამფუძნებელ წევრს 2007 წლიდან დღემდე 6 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. მისი სოლო ნამუშევრების შთაგონების წყარო მრავალფეროვანია , 70 იანი წლების გერმანული კოსმიური ელექტრონული მუსიკა Klaus Schulz, Tangerine Dream , 90 იანი წლების IDM – Autechre, Aphex Twin, Drexciya . ფრანგი ავანგარდული ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორი Michel Chion, ხოლო მის მუსიკაში დიდ როლს თამაშობს ანალოგური სინთეზატორები: Prophet 08, OB-6 6 , Korg Volca FM. აღსანიშნავია მისი კოლაბორაციები ხმის დიზაინერებთან და კომპოზიტორებთან: Daniel Lopatin [Oneohtrix Point Never], Alan Howarth, Lusine და ა.შ. 2016 წელს Kranky-ზე გამოშვებული ალბომი Strands სხვადასხვა მუსიკალური გამოცემების მხრიდან წლის ალბომად იქნა აღიარებული , ხოლო მისი უკანასკნელი ჩანაწერი, ბიბლიური მოტივებით შთაგონებული Dissolvi 2018 წელს ლეგენდარულ ლეიბლზე Ghostly International-ზე გამოიცა.

ZENAARI-ის მეორე სტუმარი იქნება ექსპერიმენტული, ელექტრო-აკუსტიკური მუსიკის შემსრულებელი დუეტი თბილისიდან NUM, პროექტი თბილისში მცხოვრები ირანელი მუსიკოსების Milad Bagheri ისა და Maryam Sirvan ის კოლაბორაციას წარმოადგენს. დღეისათვის მათ 2 ალბომი აქვთ გამოცემული Vacant Shade და Memory Machine.


Please Login to buy tickets