Free event tickets is selling until 6 PM

BASSIANI: 03.10.15

BASSIANI OPENING NIGHT: ■EFDEMIN ■RNDM

EFDEMIN : ბერლინელი პროდუსერი და DJ, რომელიც განყენებული ფიგურაა ამ ქალაქის ელექტრონული მუსიკის სცენაზე. კარიერა, 1999 წელს დაიწყო, ხოლო 2007 წელს კი მისივე ფსევდონიმის სახელწოდების მქონე ალბომი Dial Records-ზე გამოსცა. პირველი წლები ელექტრონულ მუსიკაში მჭიდროდ იყო დაკავშირებული ქალაქ ჰამბურგთან, რადგანაც ის იყო Dial Records-ის ოჯახის წევრი და ასევე კლუბ Golden Pudel-ში ხშირად ჟღერდა მისი DJ სეტები.Efdemin -მა განათლება ვენის კომპიუტერული მუსიკის ინსტიტუტში მიიღო და ხშირად აწყობდა აუდიო ინსტალაციებს, მუშაობდა ოპერის ვოკალისტებთან ერთად.
ბერლინში დაბრუნების შემდეგ მცირე ხანს მუსიკალური ჟურნალისტიკით იყო დაკავებული, იგი ასევე არის ლეიბლ Naif Records დამფუძნებელი. მისი სახელი დაკავშირებულია Berghain/ PanoramaBar-თან, როგორც ამ კლუბის რეზიდენტმა მალევე მოიპოვა დაფასება ადგილობრივ მსმენელში.
მისი მუსიკალური გემოვნება დიდწილად ამერიკული გავლენებით არის გაჯერებული, კლასიკური დეტროიტ, ჩიკაგო ჰაუსის ბითებით. 2010 წელს გამოშვებულ ალბომს ჰაუსის მშობელი ქალაქის სახელი, “Chicago” უწოდა.


RNDM: იგივე Oliver Kargl, ბერლინელი პროდიუსერი და DJ. მისი რელიზები გამოდის Dial-ის საბლეიბლ Laid-ზე და ასევე Efdemin-ის Naif Records-ზე. იგი ასევე პოპულარულობით სარგებლობს მის მშობლიურ ქალაქში და ხშირად იხილავთ ისეთი კლუბების ლაინაფებში როგორებიცაა: Berghain/Panorama Bar, Tresor, ://about blank.


Promo Links