HOROOM: 02.03.19

MERCURRIO, WILL GATES


2 მარტს HOROOM-ის ოთახში ახალი თაობის ორი საინტერესო არტისტი MERCURRIO და WILL GATES  დაუკრავს. MERCURRIO-ს ბევრი წარდგენა არ სჭირდება, რადგან ის HOROOM-ის ლოიალური მსმენელის საყვარელი დიჯეია. ის ხაზს უსვამს, რომ შემოქმედებითი საქმიანობაში მთავარი ფაქტორი განვითარების მუდმივი პროცესი და ზედმეტ შეზღუდვებზე უარის თქმაა. შესაბამისად ის ყოველთვის ცდილობს, რომ მისი მუსიკა დივერსიფიცირებული და მრავალფეროვანი იყოს. მისთვის ასევე განსაკუთრებით  მნიშვნელოვანია საცეკვაო მოედანთან ადაპტირების და ინტერაქციის ფაქტორი, რადგან, როგორც თავად აღნიშნავს, მსმენელთან უშუალო ურთიერთობისას მიღებული ენერგია ყოველთვის განსაკუთრებულია. თავის მხრივ, სტილის განსაკუთრებული შეგრძნების და გემოვნების გამო, ყოველთვის საინტერესოა დათუნა კილაძის პროექტის WILL GATES-ის მოსმენა, რომელსაც მსმენელი ასევე TAPESANDME-ს სახელით იცნობს. დათუნას მუსიკა ჰაუსის, LO-FI და ბრეიქბითის გავლენას განიცდის, რაც ძალიან კარგად აისახება მის დაკრულ სეტებშიც.


00:00-04:00 MERCURRIO
04:00-END WILL GATES