HOROOM: 02.08.19

NDRX, NEWA


2 აგვისტოს, HOROOM-ის ოთახი კლუბის რეზიდენტებს NDRX  და NEWA-ს დაეთმობათ.  NEWA დღეისთვის ყველაზე წარმატებული ქართველი ტექნო არტისტია, რომელიც ძალიან მოკლე დროში საერთაშორისო მუსიკალური სცენის ღირსეულ მონაწილედ იქცა. SEMANTICA RECORDS, KLOCKWORKS, BASSIANI RECORDS და ICONTRAX-ზე გამოცემული კომპოზიციების შემდეგ NEWA-სთვის ახალი შესაძლებლობების კარი გაიხსნა, რაც ქართველმა არტისტმა ძალიან კარგად გამოიყენა.  მისი კომპანიონი საკლუბო ღამეზე NDRX იქნება, რომლის გამოცდილება და შემოქმედებითი მრავალფეროვნება კლუბის საღამოებს ყოველთვის გამორჩეულ მუსიკალურ გამოცდილებად აქცევს. მისი სტილისთვის დამახასიათებელი ეკლექტიზმი და მოულოდნელობა, NDRX-ის არტისტული სახის მთავარი ელემენტებია. 


00:00-04:00 NDRX
04:00-END NEWA