HOROOM: 04.01.20

BMI, SPACEJAM 92


4 იანვარს, HOROOM-ის საცეკვაო მოედანზე ბაკურ მეტრეველი, იგივე BMI დაუკრავს, რომელიც ადგილობრივი სცენის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მუსიკალური პროდიუსერია – ის პროექტების 3SULI, SOULVENT და OCHTACHORON წევრია, რომელის ფარგლებშიც, ბოლო წლებში რამდენიმე საინტერესო ჩანაწერი გამოიცა. მათ შორის განსაკუთრებით საინტერესოა ქართულ ლეიბლ DE RE-ზე გამოცემული ალბომი LAND OF META, რომელიც 2018 წლის ერთ-ერთი საინტერესო ჩანაწერია. BMI-ის დიჯეი სეტები არტისტის სტუდიური საქმიანობის ველს სცილდება და სხვა, უფრო ფართო მუსიკალურ სივრცეებსაც მოიცავს.  კლუბში მოსულ სტუმრებს BERIKA-ს პროექტის, SPACEJAM 92-ის მოსმენაც შეეძლება. ირაკლი ბერიკაშვილი ქართული ელექტრონული მუსიკის სივრცეში ერთნაირად პროდუქტიულია, როგორც პროდიუსერის, ასევე შემსრულებელის ამპლუაშიც, რაც სცენაზე მის როლს მნიშვნელოვნად ზრდის. SPACEJAM-ის მოსმენა მისი ერთ-ერთი მუსიკალური ალტერ-ეგოს გაცნობის იდეალური საშუალებაა.


00:00-04:00 KRAUMUR
04:00-END BMI