HOROOM: 04.05.19

HUNTLEYS & PALMERS, LILITH.


Huntleys & Palmers გლაზგოში დაფუძნებული არტისტის, Andrew Thomson-ის პროექტია, რომელიც შემოქმედებით პლატფორმას და ლეიბლს აერთიანებს. პლატფორმის შექმნისას ენდრიუს მიზანი ელექტრონული მუსიკის ძველი და ახალი ტრადიციების გაერთიანება და ერთ სივრცეშ მოქვცევა იყო, რაც მისი, როგორც დიჯეის მიდგომასაც ნათლად გამოხატავს.

თავდაპირველად, Huntleys & Palmers-ის ქოლგის ქვეშ Thomson გლაზგოსა და ლონდონში პრივატულ წვეულებებს აწყობდა, რამაც მას სცენაზე თავის დამკვიდრების საშუალება მისცა. უფრო მეტიც, ბრიტანულ საკლუბო სივრცეში Helena Hauff, Lena Willikens, Rebolledo და სხვა ბევრი საინტერესო არტისტის დებიუტი, სწორედ Huntleys & Palmers-ის ღონისძიებების მეშვეობით შედგა. გარდა ამისა, ლეიბლი ისეთი არტისტების პირველ ნაბიჯთან ასოცირდება, როგორებიც არიან გრემის ნომინანტი ელექტრონული მუსიკის პროდიუსერი SOPHIE, Auntie Flo, Alejandro Paz, Mehmet Aslan და სხვა.

Andrew Thomson-ის დიჯეი კარიერის მნიშნელოვანი ინსპირაცია ლონდონის ლეგენდარული კლუბში, Plastic People-ში მუშაობა იყო, სადაც მის თვალწინ ბრიტანული საკლუბო სცენის უამრავმა მნიშვნელოვნმა მომენტმა ჩაიარა. ეს გამოცდილება პირდაპირ აისახა არტისტის დაკვრის სტილზე – იქნება ეს ე.წ. ვორმ აპი, თუ მარათონული დიჯეი სეტები, Andrew Thomson თავს ნებისმიერ ამპლუაში ერთნაირად კომფორტულად გრძნობს. მუსიკალური გემოვნება და განსწავლულობა მას საშუალებას აძლევს წვეულების ხასიათი მარტომ განსაზღვროს და მსმენელს არაორდინალურ მუსიკალური მოგზაურობა შესთავაზოს.

LILITH. ხატია ტყავაშვილის სასცენო ფსევდონიმია. მისი ადრეული მუსიკალური გავლენები ფსიქოდელიური როკს, ჯაზს და ჰიპ-ჰოპ კულტურას უკავშირდება. თუმცა პირველი საკლუბო გამოცდილების მიღების შემდეგ, ის ელექტრონული ჟღერადობის მუსიკით დაინტერესდა. LILITH.-მა ქართულ საფესტივალო სივრცეებში და კლუბებში აქტიურად დაკვრა 2015 წლიდან დაიწყო, რათა მსმენელისთვის საკუთარი მუსიკალური გემოვნება და შეხედულებები გაეზიარებინა. ხატიას დიჯეი სეტები კონკრეტული მუსიკალური ჩარჩოთი არ შემოიფარგლება, მაგრამ შესამჩნევია აქცენტი New Wave​, სინთპოპ და ინდუსტრიულ ტექნო ჟღერადობაზე. ის აღნიშნავს, რომ მისთვის დიჯეი მუსიკას და მსმენელს შორის ერთგვარ მედიუმს წარმოადგენს, რომელსაც არც სქესი და არც სხეული არ გააჩნია.


00:00-04:00 LILITH.
04:00-END HUNTLEYS + PALMERS