HOROOM: 06.04.19

HOROOM RECORDS NIGHT: MARQUIS HAWKES, KVANCHI


6 აპრილს, HOOROM-ის საცეკვაო მოედანი მშობლიური ლეიბლ, HOROOM RECORDS-ის საღამოს უმასპინძლებს. 29 აპრილს ლეიბლზე ლონდონელი არტისტის, MARQUIS HAWKES-ის კრებული გამოიცემა, რომლის ფარგლებშიც არტისტმა ქართული მითოლოგიის სიღრმეებში შეაბიჯა და 3 ორიგინალური ნაწარმოები შემოგვთავაზა. თითოეული ნამუშევარი ქართული კოსმოლოგიის სხვადასხვა სივრცეებს მიემართება და მუსიკალური ტექსტურების საშუალებით სრულყოფილად აღწერს არტისტის შემოქმედებით ინტერპრეტაციებს.
HAWKES-ს შემოქმედება იმის კარგი მაგალითია, თუ როგორ უნდა გაერთიანდეს კლასიკური ჰაუს მუსიკის ჟღერადობა თანამედროვე ელექტრონული მუსიკის ტექსტურებთან. 2012 წელს გლაზგოში დაფუძნებულ DIXON AVENUE BASEMENT JAMS-ზე დაწყებულმა კარიერამ თავის მწვერვალს HOUNDSTOOTH-ზე მიაღწია, სადაც არტისტმა ორი სტუდიური ალბომი SOCIAL HOUSING და THE MARQUIS OF HAWKES გამოსცა. მისთვის HOROOM RECORDS-თან თანამშრომლობა განსაკუთრებული გამოწვევაა, რადგან კრებულის თემატიკა ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძალიან სპეციფიკურ თემებს ეხება. თუმცა ფაქტია, რომ შედეგი ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, როგორც არტისტისთვის, ასევე ლეიბლისთვის. BASSIANI-ს ბაზაზე დაფუძნებული ლეიბლის, BASSIANI RECORDS -ის კურატორს და თბილისის სცენის გამორჩეულ სელექტორ, KVANCHI-ს HOROOM-ის სივრცის ჟღერადობის განსაზღვრაში დიდი წვლილი მიუძღვნის. შესაბამისად, ამ სივრცეში მისი და MARQUIS HAWKES-ის მოსმენა განსაკუთრებით საინტერესო და სიმბოლურიც იქნება.

00:00-05:00 KVANCHI
05:00-END MARQUIS HAWKES