HOROOM: 06.07.19

ALEX ALBRECHT, KVANCHI, IKA


6 ივლისს HOROOM საინტერესო არტისტებს, ALEX ALBRECHT -ს, KVANCHI-ს და IKA-ს  მასპინძლობს. ALEX ALBRECHT მელბურნში მოღვაწე არტისტია, რომელიც ელექტრონული მუსიკის სცენაზე Melquíades-ის სახელით უფრო არის ცნობილი. ამ ფსევდონიმით მან მუსიკის გავრცელება 2018 წელს თავისი ლეიბლის,  Analogue Attic-ის მეშვეობით დაიწყო. სადებიუტო რელიზის შემდეგ კი ფრენცის ჰარისის Scissor and Thread-ს შეუერთდა და ჰაუს მუსიკაზე ორიენტირებული კრებული Blue Caves გამოსცა, რომელშიც მონაწილეობა თავას ლეიბლის ბოსმაც მიიღო. 2019 წელს ალბრეხტი Scissor and Thread-ზე Melquíades-ის ფსევდონიმით დაბრუნდა და 4 ტრეკისგან შემდგარი  რელიზი Excerpts გამოაქვეყნა, სადაც ჰაუს მუსიკის ტრადიციული ჟღერადობის მიღმა ემბიენტ და leftfield ჟღერადობის გავლენაც შეიმჩნეოდა. პარალელურად ალბრეხტი Analogue Attic-ის კურატორიცაა, რომელზეც ისეთი არტისტების ნამუშევრებს ვხვდებით, როგორებიც არიან Matthew Hayes, Udmo, Albrecht La’Brooy და სხვა. მისი კომპანიონი თორნიკე კვანჭიანი, იგივე KVANCHI იქნება, რომელსაც HOROOM-ის სივრცის ჟღერადობის განსაზღვრაში დიდი წვლილი მიუძღვნის. მისი დივერსიფიცირებული გემოვნება და სტილის განსაკუთრებული შეგრძნება მისი დიჯეი სეტების მთავარი დამხასიათებელი ნიშანია. ღამეზე მოსულ სტუმრებს IKA-ს მოსმენის საშუალებაც ექნებათ.  იკა ბერძენიშვილი კლუბის სტაჟიან მსმენელს კარგად ახსოვს, როგორც საინტერესო სელექციის უნარის მქონე დიჯეი. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ საკლუბო სივრცეში მისი მოსმენა არც თუ ისე ხშირად არის შესაძლებელი, IKA-ს სეტები  ყოველთვის განსაკუთრებულია


00:00-03:00 IKA
03:00-04:00 ALEX ALBRECHT (LIVE)
04:00-END KVANCHI