HOROOM: 08.05.19

HAMATSUKI, GENERALI MINERALI, WILL GATES, KOTE JAPARIDZE


8 მაისს HOROOM-ის ოთახი Hamatsuki, Generali Minerali , Will Gates, და KOTE JAPARIDZE-ს უმასპინძლებს. HOROOM-ის სივრცის ჟღერადობის განსაზღვრაში ამ არტისტებს ძალიან დიდი როლი მიუძღვის, შესაბამისად ეს კონკრეტული ღამე ძალიან სიმბოლურ დატვირთვას ატარებს.  ადგილობრივი სცენის უდავოდ გამორჩეული პროდიუსერი Hamatsuki დიდი ხანია კლუბის რეზიდენტი და შეუცვლელი ფიგურაა. შესაბამისად , გასაკვირი არ არის, რომ HOROOM RECORDS პირველ გამოცემაში Francis Harris-ის გვერდით სწორედ მის კომპოზიციებს ვხვდებით.  Hamatsuki-ის მუსიკალური იდეები და ჟღერადობა წლების მანძილზე კარგად გამოიხატა Gasp Records, Sensu, Orion Arm და სხვა პლატფორმებზე გამოცემულ ჩანაწერებშიც, რის შემდეგაც ის ადგილობრივი სცენის მნიშვნელოვან წარმომადგენლად და ლაივ არტისტად იქცა. რაც შეეხება კოტე ჯაფარიძეს, HOROOM-ის ლოიალური მსმენელი მას მრავალფეროვანი, მელოდიური და ენერგიული სეტებით იცნობს. კოტეს პირველი მუსიკალური გამოცდილება 5 ბიტიანი ვიდეოთამაშების პოლიფონიურ საუნდტრეკებს და ჰიპ-ჰოპ ჩანაწერებს უკავშირდება. ელექტრონული ჟღერადობით ის მოგვიანებით, მუსიკალური შვიდწლედის დასრულების შემდეგ დაინტერესდა. Dj Ez, Ben Ufo, Karizma და განსაკუთრებით კი Motor City Drum Ensemble-ს გავლენით მან გადაწყვიტა საკუთარი გემოვნება მსმენელისთვისაც გაეცნო.

სტილის განსაკუთრებული შეგრძნების და გემოვნების გამო, ყოველთვის საინტერესოა დათუნა კილაძის პროექტის WILL GATES-ის მოსმენა, რომელსაც მსმენელი ასევე TAPESANDME-ს სახელით იცნობს. დათუნას მუსიკა ჰაუსის, LO-FI და ბრეიქბითის გავლენას განიცდის, რაც ძალიან კარგად აისახება მის დაკრულ სეტებშიც. რაც შეეხება Generali Minerali-ს, ის გიორგი ჯინჭარაძის მუსიკალური პროექტია, რომელსაც მსმენელი  Construction, Crazy Bitch Deborrah და Black General-ის ფსევდონიმითაც იცნობს.


00:00-03:00 KOTE JAPARIDZE
03:00-04:00 HAMATSUKI (LIVE)
04:00-05:00 GENERALI MINERALI (LIVE)
05:00-END WILL GATES