HOROOM: 09.11.19

G-HA & OLANSKI, VAKHO


G-HA & Olanskii სკანდინავიური საკლუბო სცენის ვეტერანი არტისტები არიან, რომლთა მუსიკალური გავლენაც დიდი ხანია ლოკალურ მასშტაბს გაცდა. G-HA მუსიკალური მოღვაწეობა დაახლოებით 20 წლის წინ, ლოკალური კლუბების, Skansen და Jazid გავლენით დაიწყო. სწორედ ამ სივრცეებში მიღებული გამოცდილება გახდა იმის ინსპირაცია, რომ OLANSKI-თან ერთად კლუბი და ღონისძიებების სერია Sunkissed დაეფუძნებინა. არტისტების ინიციატივით ნორვეგიას ჰაუს, ტექნო და დისკო მუსიკის უამრავი საინტერესო წარმომადგენელი ეწვია,რაც სცენის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. 2007 წელს G-HA & OLANSKI-მ Smalltown Supersound-ზე მიქს კომპილაცია გამოსცა, რომელმაც ნორვეგიელ არტისტებს საერთაშორისო აღიარება მოუტანა. 2011 წელს კი Olanski-მ ოსლოში ახალი კლუბი Jaeger გახსნა, რომელიც ქალაქის საკლუბო კულტურის კიდევ ერთ მონაპოვრად იქცა.

HOROOM-ის ოთახში მისი კომპანიონი ვახო გამცემლიძე, იგივე VAKHO იქნება. VAKHO ადგილობრივი სცენის ვეტერანი არტისტია, რომელსაც ქართული საკლუბო სივრცის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. მისი დივერსიფიცირებული დიჯეი სეტები სხვადასხვა მუსიკალური ტრადიციების და ესთეტიკის ნაზავს წარმოადგენს, რაც მისი, როგორც სელექტორის განსაკუთრებულ უნარს უსვამს ხაზს.


00:00-04:00 VAKHO
04:00-END G-HA B2B OLANSKI