HOROOM: 11.05.19

FLO DALTON, NEBBIERI


ვისაც  Horoom-ის საცეკვაო მოედანზე Flo Dalton და Nebbieri-ს დაკრული სეტები ახსოვს, ნამდვილად ზუსტად იცის, რასაც უნდა ელოდოს ამ ორი განსხვავებული, მაგრამ ძალიან თვითმყოფადი არტისტისგან. შვეიცარიაში დაფუძნებული Flo Dalton კლუბ Kegelbahn-ის რეზიდენტი და შემოქმედებითი გაერთიანება Vinegar-ის წევრია, რომელიც ადგილობრივი სცენის ენთუზიასტ არტისტებს აერთიანებს. არტისტის მუსიკალური პალიტრა ძირითადად დისკოს, ჰაუსის, რეგის და სოულის მიმართულებებს მოიცავს, რაც მის სეტებს ყოველთვის ძალიან მრავალფეროვან მუსიკალურ მოგზაურობად აქცევს. HOROOM-ის ოთახში მასთან ერთად მარიტა ნებიერიძე პროექტით NEBBIERI დაუკრავს, რომლის დებიუტიც ამ საცეკვაო მოედანზე ნოემბერში შედგა. NEBBIERI-ს სეტები სტილისტური მრავალფეროვნებით და საინტერესო სელექციით გამოირჩევა, რაშიც HOROOM-ის მსმენელი რამდენეჯერმე დარწმუნდა.

 


00:00-04:00 NEBBIERI
04:00-END FLO DALTON