HOROOM: 12.01.19

HOROOM: OBJECTOR TRAX | LILITH.


OBJECTOR TRAX გიორგი ჩიტალაძის ჰაუს პროექტია, რომელიც უკვე მეორე სეზონია რაც HOROOM-ის რეზიდენტია. თავდაპირველად გიორგის შემოქმედებითი საქმიანობა ალტერნატიულ როკ მუსიკას უკავშირდებოდა, მაგრამ მოგვიანებით მან აქცენტი მთლიანად ელექტრონულ ჟღერადობაზე გააკეთა, რისი შედეგიცაა პროექტები OBJECTOR და OBJECTOR TRAX. უკანასკნელი წლები განმავლობაში მან საკუთარი ჩანაწერები ლეიბლებზე LUNAR და DVNTT გამოსცა, სადაც მისი არტისტული მიდგომები კიდევ უფრო გამოიკვეთა. HOROOM-ში მას კომპანიონობას LILITH გაუწევს, რომელიც ადგილობრივ სცენაზე აქტიურად 2015 წლიდან გამოჩნდა. ინდუსტრიული  ჟღერადობის, სინთ-პოპის და NEW WAVE-ს ადრეული გავლენა LILITH-ს სეტებში მუდმივად შეიმჩნევა, თუმცა მას ეს ხელს არ უშლის, რათა საკუთარი გემოვნება უფრო ფართო მასშტაბშიც გამოხატოს.


HOROOM
00:00-04:00 LILITH.
04:00-END OBJECTOR TRAX