HOROOM: 12.10.19

D.DAN, HVL


12 ოქტომბერს HOROOM-ის საცეკვაო მოედანზე ბერლინში დაფუძნებული არტისტი D.DAN და კლუბის რეზიდენტი HVL დაუკრავენ. Lobster Theremin, Arsenik, Amniote Editions და KAOS-ზე გამოცემული რელიზების შემდეგ, D.DAN-ს საკლუბო სცენაზე სცენაზე თავის დამკვიდრება ნამდვილად არ გასჭირვებია. სიეტლის ანდერგრაუნდ წვეულებების ორგანიზებით დაწყებული საქმიანობა D.DAN-ისთვის გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა, რადგან სწორედ მაშინ გააცნობიერა, რომ სურდა საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ მუსიკისთვის მიეძღვნა. ამ მიზნით ის ბერლინში წავიდა და ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ანდერგრაუდ ღონისძიებების სერიის, Mala Junta-ს რეზიდენტი გახდა, სადაც D.DAN-მა საბოლოო გამოკვეთა საკუთარი მუსიკალური მიმართულება. 90-იანი წლების რეივ ენერგიის და ქვიარ ესთეტიკის სინთეზით ამერიკელი არტისტი დღესაც ისეთივე აქტუალური და საინტერესოა, როგორც კარიერის პირველ წლებში. მისი კომპანიონი ქართული მუსიკალური სივრცის ერთ-ერთი წამყვანი ძალა HVL იქნება. მიუხედავად იმისა, რომ HVL უკვე დაახლოებით 10 წელია მუსიკას ქმნის, მისი შეოქმედებითი საქმიანობა ბოლო წლებში განსაკუთრებით საინტერესო გახდა. ალბომის OSTATI და მსოფლიოს სხვადასხვა საინტერესო სივრცეებში დაკვრის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ HVL თავისი კარიერის საუკეთესო ეტაპზე იმყოფება. წლევანდელ გაზაფხულზე კი, BASSIANI RECORDS-ზე მისი მორიგი ალბომი RHYTMIC SONATAS გამოიცა, რომელიც ეროვნული სტადიონის ქვეშ არსებული ჟღერადობის არტისტულ ინტერპრეტაციას წარმოადგენს. საცეკვაო რიტმების გარდა, არტისტი ალბომში აქცენტს ატმოსფერულ ფონზეც აკეთებს, რომელიც სხვადასხვა მუსიკალურ შტრიხებს ახლებურ კონტექსტს მატებს. ნამუშევრის კომპლექსური ხასიათი და დელიკატური ტექსტურები Rhythmic Sonatas ქართული ანდერგრაუნდ სცენის სრულყოფილ მეგზურად აქცევს. HVL -ის მუსიკალური პალიტრა იმდენად მრავალფეროვანია, რომ როგორც სტუდიაში, ასევე საცეკვაო მოედანზე ის ყველანაირი კომპრომისის გარეშე ახერხებს მსმენელისთვის სიახლეების შეთავაზებას. გიგი ქართული სცენის ის უმნიშვნელოვანესი არტისტია, რომელიც ადგილობრივი ჟღერადობის საერთაშორისო სივრცეში გავრცელებას წარმატებულად ახერხებს.


00:00-04:00 HVL
04:00-END D.DAN