HOROOM: 13.07.19

KOTE JAPARIDZE, WILL GATES


13 ივლისს, HOROOM-ის ოთახში KOTE JAPARIDZE და WILL GATES დაუკრავენ.  კოტე ჯაფარიძეს, HOROOM-ის მსმენელი მრავალფეროვანი, მელოდიური და ენერგიული სეტებით იცნობს. კოტეს პირველი მუსიკალური გამოცდილება 5 ბიტიანი ვიდეოთამაშების პოლიფონიურ საუნდტრეკებს და ჰიპ-ჰოპ ჩანაწერებს უკავშირდება. ელექტრონული ჟღერადობით ის მოგვიანებით, მუსიკალური შვიდწლედის დასრულების შემდეგ დაინტერესდა. Dj Ez, Ben Ufo, Karizma და განსაკუთრებით კი Motor City Drum Ensemble-ს გავლენით მან გადაწყვიტა საკუთარი გემოვნება მსმენელისთვისაც გაეცნო. სტილის განსაკუთრებული შეგრძნების და გემოვნების გამო, ყოველთვის საინტერესოა დათუნა კილაძის პროექტის WILL GATES-ის მოსმენა, რომელსაც მსმენელი ასევე TAPESANDME-ს სახელით იცნობს. დათუნას მუსიკა ჰაუსის, LO-FI და ბრეიქბითის გავლენას განიცდის, რაც ძალიან კარგად აისახება მის დაკრულ სეტებშიც.


00:00-04:00 KOTE JAPARIDZE
04:00-END WILL GATES