HOROOM: 14.09.19

HAMATSUKI, GIVI GELASHVILI


14 სექტემბერს, HOROOM-ის ოთახში ადგილობრივი სცენის წარმომადგენლები HAMATSUKI და GIVI GELASHVILI დაუკრავენ. HAMATSUKI დიდი ხანია კლუბის რეზიდენტი და შეუცვლელი ფიგურაა. შესაბამისად , გასაკვირი არ არის, რომ HOROOM RECORDS პირველ გამოცემაში Francis Harris-ის გვერდით სწორედ მის კომპოზიციებს ვხვდებით. HAMATSUKI -ის მუსიკალური იდეები და ჟღერადობა წლების მანძილზე კარგად გამოიხატა GASP RECORDS, SENSU, ORION ARM და სხვა პლატფორმებზე გამოცემულ ჩანაწერებშიც, რის შემდეგაც ის ადგილობრივი სცენის მნიშვნელოვან წარმომადგენლად და ლაივ არტისტად იქცა. მისი კომპანიონი GIVI GELASHVILI იქნება, რომლის მუსიკალური გემოვნება და სელექციის უნარი ყურადღებას ადვილად იქცევს. ის მელოდიური და ენერგიული კომპოზიციები, რომელსაც გივი მსმენელს მუდმივად სთავაზობს, HOROOM-ის სივრცეში ყოველთვის განსაკუთრებულად დაფასებულია.


00:00-04:00 GIVI GELASHVILI
04:00-END HAMATSUKI