HOROOM: 15.06.19

HOROOMNIGHTS X HERRENSAUNA: CADENCY B2B SPFDJ, MCMLXXXV


Horoom Nights X Herrensauna 

HOROOM NIGHTS პირველი მასშტაბური ქვიარ ფართების სერიაა საქართველოში, რომელმაც 2016 წლიდან საცეკვაო მოედანზე ათასობით ქვიარ ადამიანი, მეგობრები და მხარდამჭერები გააერთიანა. 

იმისათვის, რომ საცეკვაო მოედანი კიდევ უფრო ინკლუზიური გახდეს, 15 ივნისის HOROOM NIGHTS-ზე იმუშავებს ღია კარის პოლიტიკა, რაც ნიშნავს, რომ წინა ღამეებისგან განსხვავებით, მასზე დასწრება ახლა უკვე შეეძლებათ BASSIANI-ის ვერიფიცირებულ სტუმრებს, ხოლო ადგილზე ბილეთის შეძენა შესაძლებელი იქნება მკაცრი ფეისკონტროლის გავლის შემთხვევაში. 

ღამე ბერლინის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქვიარ კოლექტივთან, HERRENSAUNA-სთან კოლაბორაციით გაიმართება და მუსიკასთან ერთად, მოიცავს სხვადასხვა შოუებს.


00:00-04:00 CADENCY B2B SPFDJ
04:00-END MCMLXXXV